ლონდონის "ჩელსი" "ბარსელონას" და "რეალს" ნეიმარს ართმევს?

AutoSharing Option
"სანტოსის" თავდამსხმელი ნეიმარით სხვადასხვა ევროპული კლუბი კვლავ ინტერესდება. ერთ-ერთი მათგანი ლონდონის "ჩელსია".

ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობამ და სამწვრთნელო შტაბმა ბრაზილიის ნაკრების მოთამაშის შეძენა გადაწყვიტა და ამ მიზნის მისაღწევად სიძუნწის გამოჩენას არ აპირებს.

"ჩელსი" მოთამაშის ტრანსფერის სანაცვლოდ 63 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარის შეძენა "ბარსელონას" და მადრიდის "რეალსაც" სურთ.

მისი კომენტარები მოწმობს, რომ ფეხბურთელი უპირატესობას "ბლაუგრანას" ანიჭებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული