ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობამ და სამწვრთნელო შტაბმა ბრაზილიის ნაკრების მოთამაშის შეძენა გადაწყვიტა და ამ მიზნის მისაღწევად სიძუნწის გამოჩენას არ აპირებს.
"ჩელსი" მოთამაშის ტრანსფერის სანაცვლოდ 63 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარის შეძენა "ბარსელონას" და მადრიდის "რეალსაც" სურთ.
მისი კომენტარები მოწმობს, რომ ფეხბურთელი უპირატესობას "ბლაუგრანას" ანიჭებს.