ხულიო ფალსიონი: "ბოკა ხუნიორსმა" არგენტინის თასი დამსახურებულად მოიგო

AutoSharing Option
"ბოკა ხუნიორსის" მთავარმა მწვრთნელმა ხულიო ფალსიონიმ თავის გუნდს "რასინგთან" (2:1) არგენტინის თასის ფინალურ მატჩში გამარჯვება მიულოცა.

მისმა შეგირდებმა "რასინგი" 2:1 დაამარცხეს.

"ეს გამარჯვება რევანში არ არის, რადგან მთელი საფეხბურთო სეზონის მანძილზე "ბოკა" საუკეთესო გუნდი იყო. არგენტინის ჩემპიონატში ცუდად არ ვთამაშობდით და ლიბერტადორესის თასის ფინალშიც გავედით.

ამიტომ მინდა, ჩვენი გუნდის მოთამაშეებს მივულოცო. მათი წყალობით ყველა ის ადამიანი გავახარეთ, ვინც "ბოკა ხუნიორსის" გულშემატკივარია", - თქვა ფალსიონიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული