დიეგო მარადონას შვილს არგენტინაში ეპატიჟებიან

AutoSharing Option
დიეგო მარადონას უკანონო შვილს ლეგენდარული მამის სამშობლოში ეპატიჟებიან.

არგენტინის მესამე ლიგაში მოასპარეზე "პორვენირმა" იტალიაში გაზრდილი დიეგო მარადონა უმცროსის გადაბირების სურვილი გამოთქვა - ეს ინფორმაცია 9 აგვისტოს არგენტინულმა და იტალიურმა საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს.

გავრცელებული ცნობების თანახმად, 25 წლის ნეაპოლელი, რომელმაც წინა სეზონი იტალიის მეოთხელიგელ "კვატროში" გაატარა, "პორვენირში" შესაძლოა მომავალ კვირაში წარადგინონ.

პატარა მარადონას, რომელიც დიდ დიეგოს ძალიან ჰგავს, მამამისი მხოლოდ ერთხელ ჰყავს ნანახი - ისინი ერთმანეთს 2003 წელს შეხვდნენ.

დიეგიტო კრისტიანა სინაგრას შვილია, რომელთანაც მარადონას 80-იან წლებში ჰქონდა ურთიერთობა. 1986 წლის
მსოფლიოს ჩემპიონი მაშინ "ნაპოლიში" თამაშობდა და აღსანიშნავია, რომ საფეხბურთო კარიერა პატარა დიეგომაც ნეაპოლში დაიწყო.

მარადონა უკანონო შვილს არ აღიარებდა, 1992 წლიდან კი ალიმენტის გადახდა დააკისრეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული