ლიონელ მესი: ჯერჯერობით გაბრიელ ბატისტუტას რეკორდს ბევრი მაშორებს

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების მთავარმა ვარსკვლავმა და "ბარსელონას" თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ გერმანიის ეროვნულ გუნდთან ამხანაგურ მატჩში თავისი გუნდის გამარჯვება შეაფასა.

"გერმანელებს ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავთ, გრძელი სათადარიგო სკამით და დიდი პოტენციალით. როდესაც ისინი ცხრა კაცით დარჩნენ, თამაშში რაღაც შეიცვალა, ბურთს უფრო ხშირად ვფლობდით და ამას ერთგვარი სიამოვნებით ვაკეთებდით. ეს კარგად დაბალანსებული თამაში იყო, რომელშიც, რა თქმა უნდა, ნაკლიც შეინიშნებოდა.

ჩემი გოლი? ეს მხოლოდ ჩემი დამსახურება არ არის, აგუეროს და იგუაინსაც მიუძღვით მასში წვლილი. მოედანზე ერთად კარგად ვმოქმედებთ. ბატისტუტას რეკორდი? მისგან ჯერ კიდევ
შორს ვარ", - თქვა მესიმ.

აღსანიშნავია, რომ გაბრიელ ბატისტუტა არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში გატანილი გოლების მიხედვით რეკორდსმენია - 56 გოლი აქვს გატანილი. მესისთვის კი გუშინდელ შეხვედრაში გატანილი გოლი ნაკრებში 27-ეა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდი ლეო მიდი მუნდიალი უნდა მოვიგოთ დაა ეგააა თანაც ბრაზილიაში:)
albisete
02:05 17-08-2012
0

სიახლეები პოპულარული