ვიატრის დუბლით
კოპა სუდამერიკანაზე "ესტუდიანტესთან" მატჩის დროს მომხდარი არეულობების გამო "ბომბონერა" დისკვალიფიცირებული იყო. ამიტომ "ბოკას" მეხუთე ტურის საშინაო მატჩის ჩატარება "ურაკანის" სტადიონზე უწევდა. მიუხედავად ამისა, "ლა ბოკას" მკვიდრთ გულშემატკივართა მხარდაჭერა არ მოკლებიათ და მართალია, გაჭირვებით, მაგრამ მაინც დაამარცხეს "ატლეტიკო რაფაელა".
ხულიო სესარ ფალსიონის გუნდიდან დუბლი შეასრულა ლუკას ვიატრიმ. პირველ შემთხვევაში აშკარად შეცდნენ "ატლეტიკოს" მცველები და ვიატრის არ
ცალკე აღნიშვნის ღირსია პარედესი, რომელმაც ამ ჩემპიონატში მეორე მატჩში მიიღო მონაწილეობა და უკვე მესამე საგოლე გადაცემა მიითვალა. ამ ფეხბურთელს, როგორც იტყვიან, კოჭებში ეტყობა, რომ დიდი ფეხბურთი უნდა ითამაშოს, თუმცა ის ვერ გახდა მეხუთე ტურის მთავარი სალაპარაკო თემა. თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით...
მოსაწყენი სანახაობა სპილოთა სასაფლაოზე
იქამდე კი მეორე სუპერგრანდ "რივერ პლეიტზეც" ვთქვათ. მატიას ალმეიდამ საკუთარი გუნდი სანტა ფეში ჩაიყვანა, სადაც მას, ლიდერის რანგში, ძველი თანაგუნდელი რობერტო ნესტორ სენსინი დახვდა.
სენსინის გარდა, "კოლონში" კიდევ ერთი ლეგენდა, გაბრიელ ბატისტუტა მუშაობს, რომელიც გუნდის ტექნიკური დირექტორია. თუმცა ალმეიდაც არ იყო მარტო, მის სამწვრთნელო შტაბში ხომ ხოსე შამოტი, გაბრიელ ამატო და კარლოს როა არიან.
როგორც ხედავთ, მოედანს მიღმა უფრო მეტი ვარსკვლავი იყო, ვიდრე უშუალოდ მინდორზე და ეს თამაშის ხარისხზეც აისახა.
მიუხედავად იმისა, რომ "კოლონი" ამ ტურის წინ ლიდერობდა ჩემპიონატში და მოგების შემთხვევაში, ისევ დაბრუნდებოდა პირველ პოზიციაზე, უპირატესობას "რივერი" ფლობდა, მაგრამ სახიფათო მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა.
არგენტინის ჩემპიონატი არ გამოირჩევა უხვგოლიანი მატჩებით, მაგრამ ლიდერ "კოლონის" და "რივერ პლეიტის" მატჩისგან ყველა აშკარად უფრო მეტს ელოდა.
"კოლონმა" პირველივე საგოლე მომენტი გამოიყენა - ცვლილებაზე წამებით ადრე შემოსულმა რუბენ რამირესმა პირველივე შეხებით გაიტანა გოლი სტუმართა კარში. შეხვედრის ხასიათიდან გამომდინარე, თითქოს რამირესის გოლი საკმარისი უნდა ყოფილიყო, მაგრამ "ლოს მილიონარიოსი" დებიუტანტმა იხსნა.
21 წლის მცველმა, ხერმან პესელამ, რომელიც პრიმერა დივიზიონში პირველ მატჩს ატარებდა, კარგად ისარგებლა პონსიოს მშვენიერი პასით და გამოცდილი თავდამსხმელივით გაისარჯა დამაგვირგვინებელ ფაზაში.
არგენტინის ახალი გმირი
ტურის გმირი კი გახდა "რასინგის" 18 წლის დებიუტანტი ლუსიანო ვიეტო. ახალგაზრდა მოთამაშემ "სან მარტინთან" მატჩში ჰეთ-თრიქი შეასრულა.
მიუხედავად იმისა, რომ ლუის სუბელდიას გუნდის მეტოქე უპირობო აუტსაიდერი იყო, ვიეტოს ასეთი თამაში მაინც გაოცებას იწვევს. ანგარიში ამ შეხვედრაში მე-40 წუთზე გაიხსნა და თუ გაქვთ საშუალება, აუცილებლად ნახეთ ეს გოლი ინტერნეტში.
თინეიჯერმა მოედნის ცენტრიდან დრიბლინგით იარა საჯარიმომდე და დაახლოებით 25 მეტრიდან აუღებელი დაურტყა პოკრნიჩს. ბურთმა ხარიხის გავლით გადაკვეთა კარის ხაზი.
ლამაზი იყო კლაუდიო რიანიოს გოლიც, თუმცა სანხუანელთა სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან ვიეტომ ჯერ თავით, შემდეგ კი მარცხენა ფეხით კიდევ ორჯერ დაამწუხრა სტუმრები. 3:1 და რასინგი 11 ქულით მეორე ადგილზეა.
ასევე აღსანიშნავია "ოლ ბოისის" "ენგანჩეს" მარტინ მორელის საოცარი სილამაზის გოლი "უნიონის კარში" (ეს ბურთი დევიდ ბენტლის მიერ "არსენალის" კარში გატანილ გოლს ჰგავდა) და "ინდეპენდიენტეს" მორიგი წარუმატებლობა.
მიუხედავად იმისა, რომ "რასინგის" მოსისხლე მტრებს ახალი და ძალიან გამოცდილი მწვრთნელი ჰყავთ ამერიკო გალიეგოს სახით, აველიანედელები ისევ დამარცხდნენ, ამჯერად "გოდოი კრუსთან", რომლის რიგებშიც დუბლით გამოირჩა კლუბში დაბრუნებული დავიდ რამირესი.
ტორნეო ინისიალი. V ტური
ოლ ბოისი-უნიონი 3:1
გოლები: 0:1 დონეტი (18), 1:1 მორელი (24), 2:1 ხ. როდრიგესი (31), 3:1 ბორგელიო (50).
ნიუელსი-ესტუდიანტესი 1:0
გოლი: 1:0 სკოკო (90).
არსენალი-ლანუსი 1:0
გოლი: 1:0 კაფა (47).
ველესი-ბელგრანო 2:1
გოლები: 1:0 კუბერო (32), 1-1 მ. საპატა (33), 2:1 ს. როდრიგესი (71-საკ. კარში).
ტიგრე-სან ლორენსო 1:1
გოლები: 1:0 კასტანიო (19), 1:1 აგიარი (24).
ბოკა -ატლ. რაფაელა 2:1
გოლები: 1:0 ვიატრი (25), 1:1 კარერა (66), 2:1 ვიატრი (70).
გოდოი კრუსი-ინდეპენდიენტე 2:1
გოლები: 0:1 ტულა (36), 1:1 დ. რამირესი (45), 2:1 დ. რამირესი (90-პენ).
კოლონი-რივერი 1:1
გოლები: 1:0 რ. რამირესი (70), 1-1 პესელა (89).
კილმესი-არხენტინოსი 0:1
გოლი: 0:1 ბარერა (74).
რასინგი-სან მარტინი 3:1
გოლები: 1:0 ვიეტო (40), 1:1 რიანიო (48), 2:1 ვიეტო (59), 3:1 ვიეტო (70).
ა | გუნდი | თ |
მ |
ფ |
წ |
ბ | ქ |
1. | ბოკა | 5 |
4 | 0 | 1 | 9-6 | 12 |
2. | რასინგი | 5 | 3 | 2 | 0 | 9-3 | 11 |
3. | არსენალი | 5 | 3 | 2 | 0 | 6-2 | 11 |
4. | ნიუელსი | 5 | 3 | 2 | 0 | 4-0 | 11 |
5. | კოლონი | 5 | 3 | 2 | 0 | 7-4 | 11 |
6. | ველესი | 5 | 3 | 1 | 1 | 8-3 | 10 |
7. | გოდოი კრუსი | 5 | 3 | 1 | 1 | 7-4 | 10 |
8. | კილმესი | 5 | 2 | 2 | 1 | 7-4 | 8 |
9. | რივერი | 5 | 2 | 2 | 1 | 7-5 | 8 |
10. | არხენტინოსი | 5 | 2 | 1 | 2 | 5-8 | 7 |
11. | ოლ ბოისი | 5 | 1 | 3 | 1 | 8-8 | 6 |
12. | ბელგრანო | 5 | 1 | 3 | 1 | 5-5 | 6 |
13. | სან ლორენსო | 5 | 1 | 3 | 1 | 3-3 | 6 |
14. | ესტუდიანტესი | 5 | 2 | 0 | 3 | 4-6 | 6 |
15. | ლანუსი | 5 | 1 | 1 | 3 | 3-4 | 4 |
16. | ატლ. რაფაელა | 5 | 0 | 3 | 2 | 3-6 | 3 |
17. | ტიგრე | 5 | 0 | 2 | 3 | 6-10 | 2 |
18. | ინდეპენდიენტე | 5 | 0 | 2 | 3 | 1-6 | 2 |
19. | უნიონი | 5 | 0 | 0 | 5 | 3-9 | 0 |
20. | სან მარტინი | 5 | 0 | 0 | 5 | 2-11 | 0 |
ბომბარდირები
4 - ბორგელიო (ოლ ბოისი); 3 - კაუტერუკიო (კილმესი), დ. რამირესი (გოდოი კრუსი), ვიატრი (ბოკა ხუნიორსი).
ტატო ბაციკაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"