ლიონელ მესი: გულშემატკივრის სიყვარულს ვერაფერი შეედრება

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესიმ მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს, რომლებიც მის გუნდს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში პარაგვაისთან მხარს უჭერდნენ.

პარასკევს არგენტინელებმა საშინაო მატჩში პარაგვაისთან 3:1 გაიმარჯვეს.

"ამ გრძნობას ვერაფერი შეედრება. ძალიან მაგარია, როდესაც გულშემატკივრები ამხელა სიყვარულს გიძღვნიან. იგივე ხდებოდა ამერიკის თასზე შარშან კორდოვასა და ბუენოს აირესში".

არგენტინის ნაკრების ლიდერმა, რომელმაც პარაგვაის კარში ერთი გოლი შეაგდო, თანაგუნდელებს მოუწოდა, პერუში მატჩის წინ არ მოეშვან.

"ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა პერუში მივემგზავრებით, სადაც იოლი თამაში არასდროსაა.

ამ დროისთვის ჯგუფში პირველი ადგილი
დიდს არაფერს ნიშნავს, უფრო მნიშვნელოვანია გუნდური სულისკვეთება ბოლომდე შევინარჩუნოთ"
, - თქვა ფორვარდმა.

არგენტინელები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის სამხრეთამერიკის ზონაში ლიდერობენ, რომელსაც ერთი ქულით ჩილესა და ეკვადორის ნაკრებები ჩამორჩებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული