ბრაზილიამ ჩინეთს არასაფეხბურთო ანგარიშით მოუგო

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრებმა ჩინეთის ნაკრებს ჰოკეის ანგარიშით - 8:0 მოუგო.

ამხანაგურ შეხვედრაში, რომელიც ქალაქ რესიფის სტადიონზე გაიმართა, თავი "პენტაკამპეონთა" თავდამსხმელმა ნეიმარმა ჰეთ თრიკით გამოიჩინა.

თითო გოლი რამირესმა, ლუკასმა, ოსკარმა და ჰაკლმა გაიტანეს.

რაოდენ ღიმილისმომგვრელიც უნდა იყოს, კიდევ ერთი გოლი ჩინელებმა თავად გაიტანეს საკუთარ კარში - ბურთი აზიელთა კარის ბადეში ლიუ ცზიანეს ფეხიდან აღმოჩნდა.

გუნდების სათამაშო კლასს შორის არსებულ განსხვავებას სრულად ასახავდა ტაბლოზე ნაჩვენები შედეგი - ჩინელმა ფეხბურთელებმა მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონებს ვერაფერი დაუპირისპირეს. ბრაზილიელები სრულად და დაუძაბავად აკონტროლებდნენ თამაშს.

თუმცა ეს გამარჯვება
ბრაზილიის ნაკრებს ფსიქოლოგიური კუთხით ძალიან სჭირდებოდა, რომელსაც სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან მინიმალური ანგარიშით მოგებული მატჩის შემდეგ გულშემატკივართა რისხვა დაატყდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული