მალუდა ბრაზილიაზე ოცნებობს

AutoSharing Option
"ჩელსის" შემტევმა ნახევარმცველმა ფლორან მალუდამ აღიარა, რომ მისი საფეხბურთო ოცნება ბრაზილიის ჩემპიონატში თამაში ყოფილა.

"ჩელსი" ჩემი ბოლო ევროპული კლუბია. ლონდონში 2014 წლამდე ვაპირებ დარჩენას, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ უმაღლეს დონეზე თამაშს დავასრულებ. დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი ბრაზილიაში. მაგალითად, "ფლამენგოში", ან "ვასკო და გამაში".

ჭეშმარიტი ფეხბურთი ბრაზილიაში ცოცხლობს. ვფიქრობ, რიო დე ჟანეიროს დერბის ატმოსფეროს შეგრძნებაზე უარს არცერთი ფეხბურთელი იტყვის", - განაცხადა 30 წლის ფრანგმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული