რომარიომ ხმა აიმაღლა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა თავდამსხმელმა რომარიომ ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაცია და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მანო მენეზესი მკვეთრად გააკრიტიკა.

მისი თქმით, მწვრთნელი შეფებთან შეთანხმებით, ნაკრებში ფეხბურთელებს იმ მიზნით იძახებს და ათამაშებს, რომ მერე მათ ფასი მოემატოთ და კარგად გაყიდონ.

"იცით, როგორ იკვრება ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა? ეს მთელი ისტორიაა! ნაკრებში ძალიან ბევრ ფეხბურთელს მხოლოდ იმ მიზნით იძახებენ და ათამაშებენ, რომ ფასი მოემატოთ და მერე კარგად გაყიდონ.

ამის საუკეთესო მაგალითი ჰალკია, რომელიც ოლიმპიურ თამაშებზე სწორედ ამ მიზნით წაიყვანეს, ახლა კი "ზენიტმა" იყი
და, - აცხადებს რომარიო და დასძენს, - ჰალკი ცუდი ფეხბურთელი ნამდვილად არ არის, მაგრამ ოლიმპიადაზე თამაშს მასზე მეტად ალეშანდრე პატო და რობინიო იმსახურებდნენ."

რომარიო დახმარებას ბრაზილიის სპორტის სამინისტროს სთხოვს. "ბრაზილია, ბრაზილიური ფეხბურთი და ჩვენი ნაკრები ასეთ სამარცხვინო მიდგომას არ იმსახურებს.

იმედი მაქვს, სპორტის სამინისტრო დამეხმარება იმაში, რომ ამას ბოლო მოეღოს. მენეზესს ახლა "კორინთიანსის" მეკარე ჰყავს ამოჩემებული და დარწმუნებული ვარ, რომ ისიც მალე გაიყიდება, თუ ჯერ კიდევ არ გაყიდულა!" - წუხს რომარიო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული