პელე: მიუნხენის "ბაიერნში" გადასვლა შემეძლო

AutoSharing Option
ფეხბურთის მეფე პელემ განაცხადა, რომ თავის დროზე მიუნხენის "ბაიერნისგან" ჰქონდა შემოთავაზება.

პელეს თქმით, მის მიმართ ინტერესს სხვა ევროპული გრანდებიც იჩენდნენ.

"ჩემი შეძენით მართლაც იყვნენ დაინტერესებულნი "მილანი" და მადრიდის "რეალი", მაგრამ ყველაზე კონკრეტული წინადადება "ბაიერნისგან" მივიღე.

გერმანული კლუბის მაშინდელი პრეზიდენტი როლანდ ენდლერი ჩემი დიდი თაყვანისმცემელი იყო. როდესაც მან შეიტყო, რომ დავოჯახდი, გერმანიაში ჩასვლა შემომთავაზა. ის იქ მუდმივად მეუბნებოდა, რომ "ბაიერნში" უნდა გადავსულიყავი. თუმცა მე თავს "სანტოსში" კარგად ვგრძნობდი", - თქვა პელემ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული