"პალმეირასი" ჟილსონ კლეინამ უნდა გადაარჩინოს

AutoSharing Option
ლუიშ ფელიპე სკოლარის გაგდების შემდეგ ბრაზილიური ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდი და "სანტოსთან" ერთად ყველაზე ტიტულოვანი გუნდი (8-8 ჩემპიონობა) მთავარი მწვთნელის გარეშე იყო დარჩენილი.

სკოლარის შესაძლო შემცვლელებად ემერსონ ლეაოს, ჟორჟინიოს და ფალკაოს ასახელებდნენ, მაგრამ სან პაულოს კლუბის ხელმძღვანელებმა 500 000 დოლარის გადახდა არჩიეს და "პონტე პრეტადან" ჟილსონ კლეინას კონტრაქტი გამოისყიდეს.

44 წლის კლეინამ შარშან "პონტე პრეტას" სერია ა-ს საგზური მოუპოვა, მიმდინარე სეზონში კი მისი გუნდი შთამბეჭდავ მეათე ადგილს იკავებდა. სპეციალისტს ბევრ კლუბში უმუშავია, მათ შორის 2000 წელს "მარსელში", სადაც ის ახალგაზრდული გუნდის
მწვრთნელი იყო.

"პალმეირასის" ხელმძღვანელებმა კლეინას კონტრაქტი 2013 წლის დეკემბრამდე გაუფორმეს. მწვრთნელის წინაშე რთული ამოცანაა - მან გუნდი სერია ა-ში უნდა დატოვოს.

შეგახსენებთ, რომ "პალმეირასი" ჩემპიონატის დამთავრებამდე 14 ტურით ადრე 20 ქულით მე-19 ადგილზეა და მე-16 ადგილზე მყოფ "ფლამენგოს" 8 ქულით ჩამორჩება.

პირველ მატჩს "მწვანეები", ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, შაბათს ჩაატარებენ. "პალმეირასი" უშუალო კონკურენტ, მე-18 ადგილზე მყოფ "ფიგეირენსეს" ესტუმრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული