კაკას დაბრუნება ბრაზილიის ნაკრებში

AutoSharing Option
ბრაზილიის ეროვნული ნაკრები ოქტომბერში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

"სელესაო" 11 ოქტომბერს ერაყს, ხოლო 16-ში იაპონიას დაუპირისპირდება. მანო მენეზეშმა ნაკრებში გამოძახებულთა გვარები დაასახელა და ბევრის გასაკვირად, სანაკრებო სიაში კაკაც აღმოჩნდა, რომელსაც ეროვნულ გუნდში 2010 წლის მუნდიალის შემდეგ აღარ უთამაშია.

30 წლის ნახევარმცველი "რეალის" ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება, ეს კი არა, ამ სეზონში კაკას ოფიციალურ მატჩში საერთოდ არ უთამაშია, თუმცა შუა კვირაში "რეალმა" კოლუმბიის "მილიონარიოსთან" ამხანაგური შეხვედრა გამართა, რომელიც სამეფო კლუბმა 8:0 მოიგო, კაკამ კი ჰეთთრიქი შეასრულა.

როგორც ჩანს, ეს მატჩი საკმარისი
იყო მენეზეშისთვის და მან 2007 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს ნაკრებში უხმო.

კაკა 2011 წელსაც იყო "პენტაკამპეონთა" რიგებში გამოძახებული, როდესაც ბრაზილიამ გაბონთან და ეგვიპტესთან ითამაშა, მაგრამ ნახევარმცველმა იმ შეხვედრებში ტრავმის გამო ვერ მიიღო მონაწილეობა.

ბრაზილიის ნაკრები

მეკარეები:
ჟეფერსონი (ბოტაფოგო), დიეგო ალვეში (ვალენსია), ვიქტორი (ატლეტიკო მინეირო).

მცველები: ალექს სანდრო (პორტუ), მარსელო (რეალი), დანი ალვეში (ბარსელონა), დავიდ ლუისი (ჩელსი), დედე (ვასკო და გამა), ადრიანო (ბარსელონა), ტიაგო სილვა (პსჟ), ლეანდრო კასტანი (რომა).

ნახევარმცველები: სანდრო (ტოტენჰემი), ოსკარი (ჩელსი), რამირესი (ჩელსი), ლუკას მოურა (სან პაულო), ჟულიანო (დნიპრო), ფერნანდო (გრემიო), პაულინიო (კორინთიანსი), კაკა (რეალი), ტიაგო ნევეში (ფლუმინენსე).

თავდამსხმელები: ჰალკი (ზენიტი), ნეიმარი (სანტოსი), ლეანდრო დამიაო (ინტერნასიონალი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული