ლიდერები ვერ იგებენ
ტორნეო ინისიალის ოთხი ლიდერიდან გამარჯვება ვერც ერთმა მოიპოვა. დაუმარცხებელი "ნიუელს ოლდ ბოისი" ამ ტურამდე მოუგებელ "ტიგრეს" ეწვია და უგოლო ფრეს დასჯერდა. როდოლფო არუაბარენას "ტიგრეს" ძალიან კარგი შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ გუნდი 3 ქულის აღებას ვერაფრით ახერხებს.
ამ ფრის შემდეგ, ყველანაირი ლოგიკით, ხერარდო მარტინოს გუნდს ლიდერობა უნდა დაეთმო, თუმცა "ძველ ბიჭებს" სხვა
"ველეს სარსფილდმა" რობერტო სენსინის "კოლონს" უმასპინძლა და 2:4 წააგო. სტუმრებს ზედიზედ 4 მატჩში არ ჰქონდათ მოგებული და როგორც იქნა ეს ცუდი სერია დაასრულეს. "კოლონის" მხრიდან დუბლით ემანუელ გიგლიოტი გამოირჩა.
ტურის მთავარი სენსაცია "ბომბონერაზე" დაფიქსირდა, სადან "ბოკა ხუნიორსმა" სან ხუანის "სან მარტინს" ვერ მოუგო, თანაც სტუმრები 39-ე წუთიდან მინდორზე 10 კაცით იყვნენ, რადგან არბიტრმა მათ ლიდერი, გასტონ კაპრარი გაუძევა.
შეხვედრა ძალაინ მოსაწყენი იყო, მაგრამ რამოდენიმე გამორჩეული ფაქტი მაინც მოხდა და ყველას მონაწილე ვეტერანი როლანდო სკიავი გახლდათ.
39 წლის ფეხბურთელმა მატჩის 30-ე წუთზე, საკუთარ საჯარიმოში წესები დაარღვია, დაინიშნა პენალტი, რომელიც გოლად მაურო ბოგადომ აქვია (კაპრარი პენალტებს მას შემდეგ აღარ ურტყამს, რაც "რასინგთან" მატჩში, გაძევებული მეკარის ნაცვლად კარში ჩამდგარმა ნახევარმცველმა პელეტიერიმ მოიგერია მისი დარტყმული).
გაშვებული გოლიდან ზუსტად 5 წუთში, სანტიაგო სილვას დარტყმული ხელით, მცველების დასახმარებლად ჩასულმა გასტონ კაპრარიმ შეაჩერა, რისთვისაც წითელი ბარათი მიიღო. პენალტი სკიავიმ დაარტყა, მაგრამ კარს ააცილა.
ტაიმის ბოლო წუთზე კი, ერთბაშად ორი შეცდომის გამოსასწორებლად შეტევაში წასულა მცველმა, გოლი საჯარიმოს გარედან შესრულებული დარტყმით გაიტანა. მოკლედ, სკიავი ამ მატჩის მთავარი მოქმედი პირი იყო.
ვერ მოიგო "ბელგრანომაც" - სეზონის ერთ-ერთმა აღმოჩენამ სტუმრად "კილმესის" დამარცხება ვერ შეძლო.
ბრწყინვალე რასინგი, შესანიშნავი რივერი
ლიდერების უნიათობით "რასინგმა" ისარგებლა, რომელმაც შინ "სან ლორენსო" გაანადგურა და ჩემპიონატში მეორე ადგილზე გადავიდა.
ეს შეხვედრაც სავსე იყო უცნაური მოვლენებით: ჯერ იყო და მატჩის 17-ე წუთზე დანიშნული პენალტი გოლად "რასინგის" მეკარემ, სებასტიან სახამ აქცია, არადა სახას ბოლო 11-მეტრიანი 5 წლის წინ ჰქონდა შესრულებული.
გარდა ამისა, გოლები საკუთარ კარში სანტიაგო ჯენტილეტიმ და გონსალო პროსპერიმ გაიტანეს, ხოლო იმავე ჯენტილეტიმ და სტუმართა მცველმა აბელ მასუერომ არბიტრისგან წითლები მიიღეს. რომ შევაჯამოთ: "სან ლორენსომ" 4 გოლი გაუშვა, აქედან ერთი პენალტით მეკარემ გაუტანა, ორი საკუთარმა ფეხბურთელებმა გაიტანეს და ამასთან ერთად, გუნდი 68-ე წუთიდან მოყოლებული მოედანზე 9 კაცით იყო.
ასევე დიდი ანგარიშით მოიგო "რივერ პლეიტმა" და მატიას ალმეიდამ დროებით ამოისუნთქა. "ლოს მილიონარიოსის" მსხვერპლი მოქმედი ჩემპიონი, სარანდის "არსენალი" გახდა.
ამ შეხვედრაში ორი გოლი როხელიო ფუნეს მორიმ გაიტანა, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი კარლოს ლუნას გოლი იყო - წინა ჩემპიონატის (კლასურა) საუკეთესო ბომბარდირმა, როგორც იქნა, ახალი კლუბის მაისურით თავისი პირველი გოლი გაიტანა.
ტურის მოვლენებიდან ასევე "ინდეპენდიენტეს" გამარჯვება უნდა გამოვყოთ. ერნესტო ფარიასის დუბლმა არგენტინის ერთ-ერთ ისტორიულ გუნდს 15 მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულებინა, თუმცა "ინდეპენდიენტე" ჯერ კიდევ რჩება გასავარდნ ზონაში.
ასევე გვერდს ვერ ავუვლით "ატლეტიკო რაფაელა" - "არხენტინოს ხუნიორსის" საოცარ თამაშს, რომელშიც გულშემატკივარმა 8 გოლი იხილა. ჰეთთრიქი "ბაზელის" ყოფილმა ფორვარდმა სესარ კარინიანომ გაიფორმა, ხოლო დუბლით თავი მცველმა ფაბრისიო ფონტანინიმ გამოიჩინა.
ტორნეო ინისიალი. IX ტური
კილმესი-ბელგრანო 1:1
გოლები: 1:0 კაუტერუკიო (63), 1:1 ფარე (68).
ოლ ბოისი-ლანუსი 2:1
გოლები: 0:1 ვ. აიალა (26), 1:1 ბორგელიო (30), 2:1 ვილდოსო (66-პენ).
გოდოი-ესტუდიანტესი 1:0
გოლი: 1:0 ობოლო (67).
ატლ. რაფაელა- არ. ხუნიორსი 5:3
გოლები: 1:0 კარინიანო (7-პენ), 1:1 ინიგესი (26), 2:1 კარინიანო (37), 2:2 მ. ფიგეროა (51), 2:3 ანანგონო (55), 3:3 ფონტანინი (58), 4:3 ფონტანინი (70), 5:3 კარინიანო (75).
რასინგი-სან ლორესო 4:0
გოლები: 1:0 ს. სახა (17-პენ), 2:0 ჯენტილეტი (49-საკ. კარში), 3:0 კამპორა (63), 4:0 პროსპერი (78-საკ. კარში).
არსენალი-რივერი 0:4
გოლები: 0:1 პონსიო (41), 0:2 კ. ლუნა (70), 0:3 როხელიო ფუნეს მორი (81), 0:4 როხელიო ფუნეს მორი (90).
ველესი-კოლონი 2:4
გოლები: 0:1 გიგლიოტი (6), 0:2 გიგლიოტი (20), 0:3 აჩუკარო (33), 1:3 კაბრალი (42), 2:3 პრატო (80), 2:4 კურუჩეტი (87).
უნიონი-ინდეპენდიენტე 1:2
გოლები: 0:1 ფარიასი (29), 0:2 ფარიასი (49), 1:2 ჩიაპელო (73).
ბოკა-სან მარტინი 1:1
გოლები: 0:1 ბოგადო (34-პენ), 1:1 სკიავი (45).
ტიგრე-ნიუელსი 0:0
სატურნირო ცხრილი
ა | გუნდი | თ |
მ | ფ | წ |
ბ | ქ |
1. | ნიუელსი | 9 | 5 | 4 | 0 | 10-4 | 19 |
2. | რასინგი | 9 | 5 | 2 | 2 | 14-5 | 17 |
3. | ველესი | 9 | 5 | 2 | 2 | 14-8 | 17 |
4. | ბოკა | 9 | 5 | 2 | 2 | 13-11 | 17 |
5. | ბელგრანო | 9 | 4 | 4 | 1 | 10-6 | 16 |
6. | გოდოი კრუსი | 9 | 5 | 1 | 3 | 9-7 | 16 |
7. | კოლონი | 9 | 4 | 3 | 2 | 15-12 | 15 |
8. | ატლ. რაფაელა | 9 | 3 | 4 | 2 | 13-10 | 13 |
9. | ესტუდიანტესი | 9 | 4 | 1 | 4 | 7-8 | 13 |
10. | რივერი | 9 | 3 | 3 | 3 | 14-11 | 12 |
11. | არ. ხუნიორსი | 9 | 3 | 3 | 3 | 13-17 | 12 |
12. | ლანუსი | 9 | 3 | 2 | 4 | 8-6 | 11 |
13. | კილმესი | 9 | 2 | 5 | 2 | 9-10 | 11 |
14. | არსენალი | 9 | 3 | 2 | 4 | 7-14 | 11 |
15. | ოლ ბოისი | 9 | 2 | 4 | 3 | 12-13 | 10 |
16. | სან ლორენსო | 9 | 2 | 3 | 4 | 6-11 | 9 |
17. | სან მარტინი | 9 | 2 | 1 | 6 | 11-13 | 7 |
18. | ინდეპენდიენტე | 9 | 1 | 4 | 4 | 6-11 | 7 |
19. | ტიგრე | 9 | 0 | 5 | 4 | 9-16 | 5 |
20. | უნიონი | 9 | 0 | 3 | 6 | 8-15 | 3 |
ბომბარდირები: 6 - ბორგელიო (ოლ ბოისი), სკოკო (ნიუელსი); 5 - კარინიანო (ატლ. რაფაელა), როხელიო ფუნეს მორი (რივერი); 4 - კაუტერუკიო (კილმესი), ფარიასი (ინდეპენდიენტე), ფიგეროა (არ. ხუნიორსი), დ. რამირესი (გოდოი კრუსი).
სარელეგაციო ცხრილი
თ ქ საშ.
14. რივერი 9 12 1.333
15. ნიუელსი 85 109 1.282
16. კილმესი 9 11 1.222
17. სან ლორენსო 85 100 1.176
18. სან მარტინი 47 55 1.170
19. ინდეპენდიენტე 85 97 1.141
20. უნიონი 47 53 1.128
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"