მოგეხსენებათ, სექტემბრის დასაწყისში ადრიანო "ფლამენგოში" ჩაირიცხა და კლუბმა მას სპეციალური ვარჯიშები დაუნიშნა, ვინაიდან ფორვარდის ფიზიკური მდგომარეობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა - 30 წლის ფეხბურთელი სუმოს რიკიშის შთაბეჭდილებას უფრო ტოვებდა, ვიდრე ფეხბურთელის.
სკანდალურმა მოთამაშემ საკუთარ იმიჯს არ უღალატა და პირველივე ვარჯიში გააცდინა. ამის შემდეგ თითქოს სიტუაცია მის გარშემო დამშვიდდა, მაგრამ წინა კვირაში "იმპერატორმა" თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა, როდესაც პარასკევს კლუბის ბაზაზე არ გამოცხადდა.
ამას მოჰყვა "ფლამენგოს" სპორტული დირექტორის, ზინიოს
ფეხბურთელს მოსაფიქრებლად დრო მისცეს და როგორც იქნა, 2 ოქტომბერს ყველაფერი გაირკვა:
"მას ორი დღე მივეცით იმისთვის, რომ საკუთარი მომავლის შესახებ გადაწყვეტილება მეგობრებთან და ახლობლებთან ერთად მიეღო. გუშინ მან დამირეკა და მითხრა, რომ ფეხბურთის თამაში სურს და უნდა, რომ კვლავ პროფესიონალი ფეხბურთელი იყოს" - განუცხადა პრესას ზინიომ.
ადრიანომ უკანასკნელად საფეხბურთო მოედანზე გასვლა 4 მარტს, "კორინთიანსის" რიგებში შეძლო. იმ დღეს ბრაზილიის მოქმედი ჩემპიონი სან პაულოს შტატის პირველობაზე "სანტოსს" დაუპირისპირდა და 0:1 წააგო, ადრიანომ კი 69 წუთი ითამაშა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"