ალექსმა "ფენერბაჰჩე" დატოვა

AutoSharing Option
2 ოქტომბერს სტამბულის "ფენერბაჰჩეს" საიტზე გავრცელდა ცნობა, რომ კლუბმა და მისმა ბრაზილიელმა ლეგიონერმა ალექსმა კონტრაქტი გაწყვიტეს.

თურქულმა კლუბმა განცხადება გაავრცელა:

"ალექს დე სოუზასთან შეხვედრის შემდეგ ორივე მხარემ კონტრაქტის გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

"ფენერბაჰჩე" მადლობას უხდის ალექსს გაწეული სამსახურისთვის და კლუბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის".

ალექსი "ფენერში" 8 წლის განმავლობაში თამაშობდა და ამ პერიოდში ქომაგებს თავი ისე შეაყვარა, რომ მათ ბრაზილიელს ძეგლი დაუდგეს.

35 წლის ფეხბურთელმა უკანასკნელად "ფენერბაჰჩეს" ფორმა შაბათს მოირგო, მისმა კლუბმა კი "კასიმფაშასთან" 0:2 წააგო. თავად ალექსი კი პირველი ტაიმის შემდეგ
მწვრთნელთან კონფლიქტის გამო შეცვალეს.

ნახევარმცველმა 2 ოქტომბერს საკუთარ ტვიტერზე შემდეგი რამ დაწერა:

"ჩემი კონტრაქტი "ფენერბაჰჩესთან" ამოიწურა, რაც ძალიან სამწუხაროა. მე მადლობას ვუხდი გულშემატკივრებს მათი საოცარი მხარდაჭერის გამო და მადლობას ვუხდი კლუბს იმ ყველაფრისთვის, რაც მან წლების განმავლობაში ჩემთვის გააკეთა. "ფენერბაჰჩემ" დღეს ერთი ფეხბურთელი დაკარგა; სამაგიეროდ, უერთგულესი ქომაგი შეიძინა".

ალექსი თურქულ გუნდში 2004 წელს გადავიდა და მას შემდეგ თურქეთის ჩემპიონატში 245 შეხვედრაში 136 გოლი გაიტანა.

ის სამჯერ გახდა თურქეთის ჩემპიონი. გარდა ამისა, ორჯერ წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მოიპოვა და მიუხედავად იმისა, რომ პოზიციით გამთამაშებელია, ასევე ორჯერ თურქეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა: 2006/07 წლების სეზონში 19 გოლით და 2010/11 წლების სეზონში 28 გოლით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული