ბრაზილია. სერია ა. XXVIII ტური: რონალდინიოს ბენეფისი

AutoSharing Option
სერია A-ს 28-ე ტურის მთავარი მოვლენა რონალდინიოს ჰეთ-თრიქი იყო. გაუჩომ "ფიგეირენსესთან" შეხვედრაში 2 ერთმანეთზე ლამაზი გოლი გაიტანა, მესამე კი პენალტით შეაგდო, მაგრამ ამაზეც არ გაჩერდა და 3 გოლის გარდა, ასევე 2 საგოლე პასიც გააკეთა.

"ატლეტიკომ" საბოლოოდ 6:0 მოიგო და "ფლუმინენსესთან" 6-ქულიანი სხვაობა შეინარჩუნა. არადა, იყო იმის შანსი, რომ ჩამორჩენა 4 ან სულაც 3 ქულა ყოფილიყო, რადგან "ფლუს" დერბი ელოდა.

"ენჟენაოზე" აბელ ბრაგას გუნდი "ბოტაფოგოს" შეხვდა და 1:0 მოუგო. გამარჯვების მომტანი გოლი, რა თქმა უნდა, ფრედმა გაიტანა.

ძალიან ბევრჯერ გვითქვამს, რომ
"ფლუს" აქვს ერთი თვისება, რომელიც საჩემპიონოდ გამზადებულ გუნდებს ახასიათებთ. კერძოდ კი, ამ გუნდს ისეთი მატჩების მოგებაც შეუძლია, სადაც მეტოქე სჯობს.

ასე იყო "ფლამენგოსთან" და ასე იყო "ბოტაფოგოსთანაც". ნომინალურმა სტუმრებმა ("ბოტაფოგოც" ამ სტადიონზე თამაშობს) მომენტები ვერ გამოიყენეს, "ფლუმ" კი, პრაქტიკულად, ერთადერთი რეალური შანსით ისარგებლა და უმნიშვნელოვანესი სამი ქულა აიღო.

მოიგო მესამე ლიდერმა "გრემიომ", თუმცა ვანდერლეი ლუშემბურგოს შეგირდებს გაუჭირდათ. "კრუზეირო" ანსელმო რამონის გოლით დაწინაურდა, მაგრამ მატჩის ბოლოსკენ ჯერ ცვლილებაზე შემოსულმა მორენომ, შემდეგ კი ასევე ცვლილებაზე გამოსულმა მარკინიოსმა გაიტანეს. ამ მოგების წყალობით პორტუ ალეგრის წარმომადგენელი ჩემპიონობის შანსს ისევ ინარჩუნებს.

სან პაულომ დერბი მოიგო
"მორუმბიზე" სან პაულოს დერბი გაიმართა და ის მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა. "სან პაულო" მეოთხე ადგილისთვის იბრძვის, რომელიც კოპა ლიბერტადორესის საგზურს იძლევა; ხოლო "პალმეირასი", ვისაც ამ ტურნირის საგზური თასზე მოპოვებული გამარჯვების წყალობით უკვე დაბევებული აქვს, ლიგაში ადგილის შენარჩუნებაზე ზრუნავს.

სტუმრებს ახალი მთავარი მწვრთნელის ხელში ზედიზედ ორი მოგება ჰქონდათ, მაგრამ ჟილსონ კლეინას გასამება არ გამოუვიდა, რაც დიდწილად ლუიშ ფაბიანოს დამსახურება იყო. "სევილიას" ყოფილმა ფორვარდმა დუბლი შეასრულა და ის ახლა 13 გოლით ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა. ფაბიანო მხოლოდ ბრუნო მინეიროს, რომელმაც ამ ტურში სამი გოლი გაიტანა და ფრედს ჩამორჩება.

ლუიშ ფაბიანოსა და კომპანიისთვის სამწუხაროდ, თავისი მატჩი "ვასკო და გამამაც" მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ "ვასკოს" მეტოქე მე-20 ადგილზე მყოფი "ატლეტიკო გოიანიენსე" იყო, სტუმრებს ძალიან გაუჭირდათ და მხოლოდ 87-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგეს.

გოლი კი, რა თქმა უნდა, გუნდის ლიდერმა, ჟუნინიო პერნამბუკანომ გაიტანა. ჩემპიონატის დამთავრებამდე 10 ტურით ადრე "ვასკო" ისევ 4 ქულით უსწრებს "სან პაულოს".

ბრაზილია. სერია ა. XXVIII ტური

პორტუგეზა-სპორტ რესიფე 5:1
გოლები: 0:1 უგო (16), 1:1 ბრუნო მინეირო (25), 2:1 ბრუნო მინეირო (48), 3:1 ბრუნო მინეირო (67), 4:1
მოიზესი (82), 5:1 როდრიგინიო (90).

კორიტიბა-პონტე პრეტა 1:0
გოლი: 1:0 დეივიდი (42).

სან პაულო-პალმეირასი 3:0
გოლები: 1:0 ლუიშ ფაბიანო (35), 2:0 დენილსონი (43), 3:0 ლუიშ ფაბიანო (70).

სანტოსი-ინტერნასიონ. 1:1
გოლები: 1:0 ბერნარდო (16), 1:1 კასიანო (52).

ნაუტიკო-კორინთიანსი 2:1
გოლები: 1:0 კიეზა (31), 1:1 გერერო (45), 2:1 რალფი (85-საკ. კარში).

ატლ. გოაინ.-ვასკო 0:1
გოლი: 0:1 ჟუნინიო (87).

ფლუმინენსე-ბოტაფოგო 1:0
გოლი: 1:0 ფრედი (73).

გრემიო-კრუზეირო 2:1
გოლები: 0:1 ანსელმო რამონი (27), 1:1 მორენო (67), 2:1 მარკინიოსი (78).

ატლ. მინეირო-ფიგეირენსე 6:0
გოლები: 1:0 რონალდინიო (12), 2:0 რევერი (24), 3:0 რონალდინიო (32), 4:0 რონალდინიო (63-პენ), 5:0 ბერნარდი (68), 6:0 კარლოს სეზარი (82).

ფლამენგო-ბაია 0:0

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ფლუმინენსე 28 18 8 2 45-18 62
2. ატლ. მინეირო 28 16 8 4 47-20 56
3. გრემიო 28 16 5 7 40-23 53
4. ვასკო და გამა 28 14 8 6 36-27 50
5. სან პაულო 28 14 4 10 42-29 46
6. ინტერნასიონ. 28 10 12 6 34-24 42
7. ბოტაფოგო 28 11 7 10 41-36 40
8. კორინთიანსი 28 10 9 9 34-28 39
9. ნაუტიკო 28 11 4 13 35-43 37
10. კრუზეირო 28 10 6 12 33-38 36
11. პორტუგეზა 28 9 9 10 34-32 36
12. ფლამენგო 28 9 8 11 28-37 35
13. ბაია 28 8 11 9 29-30 35
14. სანტოსი 28 8 11 9 33-37 35
15. პონტე პრეტა 28 8 10 10 30-36 34
16. კორიტიბა 28 9 5 14 40-47 32
17. სპორტ რესიფე 28 6 9 13 24-43 27
18. პალმეირასი 28 7 5 16 28-39 26
19. ფიგეირენსე 28 5 7 16 30-54 22
20. ატლ. გოიან. 28 4 8 16 27-49 20

ბომბარდირები: 14 - ფრედი (ფლუმინენსე), ბრუნო მინეირო (პორტუგეზა); 13 - ლუიშ ფაბიანო (სან პაულო); 11 - ვაგნერ ლავი (ფლამენგო); 10 - კიეზა (ნაუტიკო).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული