არგენტინა. ტორნეო ინისიალი. X ტური: "ნიუელსი" ისევ ლიდერია

AutoSharing Option
არგენტინაში მე-10 ტური გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ლიდერები დაუპირისპირდნენ. პირველ ადგილზე მყოფმა "ნიუელს ოლდ ბოისმა" "ველეს სარსფილდს" უმასპინძლა.

სტუმრებს მისალმება არ ჰქონდათ დამთავრებული, როდესაც "ნიუელსი" დაწინაურდა - სკოკომ არგენტინის ნაკრების ყოფილ მცველ ემილიანო პაპას ბურთი აართვა და საჯარიმოში მაქსი როდრიგესს გადააწოდა. "ატლეტიკოს" და "ლივერპულის" ყოფილი ნახევარმცველი სიტუაციაში იდეალურად გაერკვა და ისე დაარტყა, რომ ბურთი ვერც მეკარემ მოიგერია და ვერც მცველმა. 1:0 მატჩის 26-ე წამზე.

როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, ეს ბურთი საბოლოოდ ერთადერთი გამოდგა და ხერარდო მარტინოს შეგირდებმა პირველი პოზიცია შეინარჩუნეს.

მეორე
ადგილზე მყოფი "რასინგი" "კოლონს" სტუმრობდა და თითქოს მატჩი ფრედ უნდა დასრულებულიყო, როდესაც ლუსიანო ვიეტომ გაისროლა და საკუთარ გუნდს მორიგი, ზედიზედ მესამე გამარჯვება მოუტანა. 18 წლის ფეხბურთელმა ჩემპიონატში უკვე მე-4 გოლი გაიტანა.

ქალაქ კორდობაში ერთმანეთს ასევე ორი ლიდერი შეხვდა. მიუხედავად იმისა, რომ "ბელგრანო" ამ ჩემპიონატში კარგად თამაშობს, "ბოკასთან" ის მაინც აუტსაიდერად მიიჩნეოდა, თუმცა ხულიო სესარ ფალსიონის გუნდმა ბოლო პერიოდში აშკარად მოუკლო და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ რიკელმეს წასვლამ გუნდში პრობლემები გააჩინა.

სტუმრები შეხვედრის დებიუტში დაწინაურდნენ, მაგრამ "ბელგრანო" არ გატყდა და თანაფარდობა პირველ ტაიმში აღადგინა. მეორე ტაიმში კი ჯერ პარაგვაის ნაკრების ფეხბურთელმა ვალტერ აკინომ, შემდეგ კი გილერმო ფარემ გრანდს ორი გოლი გაუტანეს და საკუთარ გუნდს მოულოდნელი გამარჯვება მოუპოვეს.

ამ მოგების შემდეგ "ბელგრანო" უკვე მესამე ადგილზეა, "ბოკა" კი მეხუთე ადგილს იკავებს და ლიდერს უკვე 5 ქულით ჩამორჩება.

არ შეიძლება არ ვთქვათ "რივერზეც" - მატიას ალმეიდას გუნდმა შინ "გოდოი კრუსი" მიიღო და მენდოსაში შერცხვენილი გაუშვა.

"რივერ პლეიტმა" წინა ტურში ჩემპიონ "არსენალს" 4:0 მოუგო, ამჯერად კი ერთით მეტი გოლი გაიტანა. დავიდ ტრეზეგემ 54 წუთი ითამაშა, როხელიო ფუნეს მორიმ კი 36 (მიხვდით, ალბათ, რომ ტრეზეგე შეცვალა), მაგრამ გოლი ვერც ერთმა გაიტანა.

არგენტინა. ტორნეო ინისიალი. X ტური

ლანუსი-უნიონი 2:0
გოლები: 1:0 ს. რომერო (23), 2:0 რეგეირო (76-პენ).

არ. ხუნიორსი-ტიგრე 0:0

სან მარტინი-ოლ ბოისი 2:1
გოლები: 0:1 მატოსი (45), 1:1 ოსორიო ბოტელიო (57), 2:1 ოსორიო ბოტელიო (72).

ესტუდიანტესი-კილმესი 2:1
გოლები: 1:0 რ. მარტინესი (62), 1:1 კაუტერუკიო (84), 2:1 დ. საპატა (90).

კოლონი-რასინგი 0:1
გოლი: 0:1 ვიეტო (85).

ბელგრანო-ბოკა 3:1
გოლები: 0:1 ს. სილვა (4), 1:1 ს. როდრიგესი (23), 2:1 ვ. აკინო (46), 3:1 ფარე (70).

ინდეპ.-ატლ. რაფაელა 2:0
გოლები: 1:0 ლეგისამონი (12), 2:0 ო. ფერეირა (70).

ნიუელსი-ველესი 1:0
გოლი: 1:0 მაქსი როდრიგესი (1).

რივერი-გოდოი კრუსი 5:0
გოლები: 1:0 მ. აგირე (9), 2:0 პონსიო (12), 3:0 კ. სანჩესი (62), 3:0 მორა (64), 5:0 კ. სანჩესი (76).
სან ლორენსო-არსენალი 0:0

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ნიუელსი 10 6 4 0 11-4 22
2. რასინგი 10 6 2 2 15-5 20
3. ბელგრანო 10 5 4 1 13-7 19
4. ველესი 10 5 2 3 14-9 17
5. ბოკა 10 5 2 3 14-14 17
6. ესტუდიანტესი 10 5 1 4 9-9 16
7. გოდოი კრუსი 10 5 1 4 9-12 16
8. რივერი 10 4 3 3 19-11 15
9. კოლონი 10 4 3 3 15-13 15
10. ლანუსი 10 4 2 4 10-6 14
11. ატლ. რაფაელა 10 3 4 3 13-12 13
12. არ. ხუნიორსი 10 3 4 3 13-17 13
13. არსენალი 10 3 3 4 7-14 12
14. კილმესი 10 2 5 3 10-12 11
15. სან მარტინი 10 3 1 6 13-14 10
16. ოლ ბოისი 10 2 4 4 13-15 10
17. ინდეპენდიენტე 10 2 4 4 8-11 10
18. სან ლორენსო 10 2 4 4 6-11 10
19. ტიგრე 10 0 6 4 9-16 6
20. უნიონი 10 0 3 7 8-17 3

ბომბარდირები: 6 - ბორგელიო (ოლ ბოისი), სკოკო (ნიუელსი); 5 - კარინიანო (ატლ. ღაფაელა), კაუტერუკიო (კილმესი), როხელიო ფუნეს მორი (რივერ პლეიტი);

სარელეგაციო ცხრილი
თ ქ საშ.
15. ნიუელსი 86 112 1.302
16. სან მარტინი 48 58 1.208
17. სან ლორენსო 86 101 1.174
18. ინდეპენდიენტე 86 100 1.163
19. უნიონი 48 53 1.104
20. კილმესი 10 11 1.100

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული