გაუჩომ "ფიგეირენსესთან" შეხვედრაში 2 ერთმანეთზე ლამაზი გოლი გაიტანა, მესამე კი პენალტით შეაგდო, მაგრამ ამაზეც არ გაჩერდა და 3 გოლის გარდა, ასევე 2 საგოლე პასიც გააკეთა.
"ატლეტიკომ" საბოლოოდ 6:0 მოიგო და "ფლუმინენსესთან" 6-ქულიანი სხვაობა შეინარჩუნა.
რონიმ გატანილი გოლები ცოტა ხნის წინ გარდაცვლილ მამას მიუძღვნა (იხილეთ ვიდეო).