აბუ-დაბიში ისტორიაში პირველად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ბრაზილიისა და ირანის ნაკრებები, საფეხბურთო ძალები აშკარად არათანაბარი გამოდგა - პირველ ტაიმში დანი ალვეშის შედეგიან საჯარიმო დარტყმას, მეორეში ალეშანდრე პატოსა და ნილმარის გოლები მოჰყვა - 3:0. მაგრამ, შესაძლოა, მოვლენები სხვაგვარად წარმართულიყო, მე-5 წუთზე მოჰამად ღოლამის გოლი, რომ მსაჯებს ოფსაიდის გამო არ გაეუქმებინათ. ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა, იყო თუ არა წესების დარღვევა, ძნელია.
მე-14 წუთზე "ბარსელონას" მარჯვენა მცველმა დანი ალვეშმა საჯარიმო ბრწყინვალედ შეასრულა, ბურთი ირანელთა კარის მარცხენა მაღალ კუთხეში გავიდა. სულ მალე პატოს ორამდე შეეძლო ანგარიშის გაზრდა,
მეორე ტაიმის დასაწყისში ირანელებმა კინაღამ გაათანაბრეს - ჯავან ნეკუნამმა ახლო მანძილიდან ბრაზილიელთა კარის ძელს გაარტყა, რამირესმა კი სწრაფად განმუხტა სიტუაცია. 69-ე წუთზე პატომ მეკარე მეჰდი რაჰმატის აჯობა, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებში კი თავი ნილმარმა გამოიჩინა, "ვილიარეალის" ფორვარდმა მარცხენა ფრთიდან ჩაწოდებულს მიუსწრო და ირანელთა რბევას წერტილი დაუსვა - 3:0.
ამ მატჩში სანაკრებო კარიერა დაასრულა ნახევარმცველმა კარიმ ბაგერიმ, რომელმაც ირანის ნაკრების მაისურა 87 თამაშში მოირგო და 50 გოლი გაიტანა.
მანო მენეზესი (ბრაზილია): "მეორე ტაიმში ტაქტიკურ ცვლილებებს მივმართე, რადგან შეტევაში გვიჭირდა. კოუტინიო იზოლირებული იყო, ხოლო რობინიო მეტისმეტად ფლანგიდან უტევდა. ვფიქრობ, შეცვლებმა გაამართლეს".
ირანი-ბრაზილია 0:3
ბრაზილია: ვიქტორი - დ. ალვეში, დავიდ ლუისი, ტიაგო სილვა, ანდრე სანტოსი - ლუკასი (81. ვესლი), რამირესი (67. სანდრო), კარლოს ედუარდო - რობინიო (67. ნილმარი), პატო, კოუტინიო.
გოლები: 0:1 დ. ალვეში (14), 0:2 პატო (67), 0:3 ნილმარი (90)
სერხიო ბატისტამ ნაკრების მესაჭის რანგში პირველი მარცხი იწვნია - იაპონიის ნაკრებმა არგენტინას მინიმალური სხვაობით მოუგო - 1:0. მე-18 წუთზე შინჯი ოკაზაკიმ კონტრშეტევაზე იხეირა. ამის შემდეგ იაპონელებმა უნაკლოდ ითამაშეს დაცვაში და ლეო მესის და კომპანიას საპასუხო გოლი არ გაატანინეს.
იაპონია-არგენტინა 1:0
არგენტინა: ანდუხარი - დემიკელისი, გ. მილიტო, ბურდისო (64. ლავესი), ჰაინცე - დი მარია, მასკერანო (46. კამბიასო), სოსა (46. ბოლატი) - მესი, ტევესი, დ. მილიტო (33. იგუაინი).
გოლი: 1:0 ოკაზაკი (18)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"