ახლა ბრაზილიის ნაკრები მხოლოდ ამხანაგურ შეხვედრებს თამაშობს, თუმცა ამ მატჩებში ფანები ფეხბურთელებს ტრიბუნებიდან უსტვენენ.
"რაც ნაკლებად გავიგებთ ტრიბუნებიდან სტვენას, ჩვენთვის მით უკეთესი იქნება. ფენომენები ყოველდღე არ იბადებიან.
შემადგენლობაში ყოველთვის ბებეტო, რომარიო ან რონალდო არ გეყოლება. სხვათა შორის, ჩვენმა ფეხბურთელებმა იციან, როგორ გაუმკლავდნენ ასეთ ზეწოლას", - აღნიშნა ტიაგო სილვამ.