მორიგი გამარჯვება მოიპოვა "ფლუმინენსემ" და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩემპიონობისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
ისევ წააგო "პალმეირასმა" და ამ გუნდმაც დიდი ნაბიჯი გადადგა, ოღონდ საპირისპირო მიმართულებით...
" ფლუს" მორიგი 3 ქულა
ამ ტურში "ფლუმინენსე" სალვადორში "ბაიასთან" თამაშობდა. სტუმრები მოედანზე უძლიერესი შემადგენლობით გავიდნენ და ჩემპიონატის ერთ-ერთი აუტსაიდერი დაამარცხეს.
ფრედს ამჯერად არ გაუტანია, სამაგიეროდ თავი მარჯვენა მცველმა ბრუნო ვიეირამ და რაფაელ სობისმა გამოიჩინეს.
თამაშის შემდეგ "ფლუს" ქომაგები
აბელ ბრაგა მიღწეული შედეგით კმაყოფილი იყო:
"სამი ქულის აღების გამო ძალიან ბედნიერი ვარ. უარს არც ფრეზე ვიტყოდი, მაგრამ ვფიქრობ ჩენი თამაშით მოგება აშკარად დავიმსახურეთ. პირველ ტაიმში აქცენტი დაცვაზე გავაკეთეთ, რადგან "ბაია" შინ ძალიან ძლიერია, თან განსაკუთრებით პირველ ტაიმში - პირველ 45 წუთში მათ, ერთი მოგებული მატჩის გარდა, ყველა საშინაო შეხვედრაში გაიტანეს. ჩვენ ეს ვიცოდით და ამიტომაც პირველ ნახევარში აქცენტი კონრტშეტევებზე გავაკეთეთ".
რონალდინიოს გარეშე (დისკვალიფიკაცია) დარჩენილი "ატლეტიკო მინეირო" პორტუ ალეგრიში "ინტერნასიონალს" ეწვია და ფავორიტადაც მიიჩნეოდა, რისი მთავარი მიზეზიც მასპინძელთა დანაკლისი იყო.
ინდიო, ფაბრისიო, ბოლივარი, პაბლო გინიასუ, ანდრეს დალესანდრო, ელტონი, ლეანდრო დამიაო, დიეგო ფორლანი და დაგობერტო - აი ეს ფეხბურთელები არ ჰყავდა "ინტერს", მაგრამ მიუხედავად ამისა, მასპინძლებმა "ატლეტიკო" გაანადგურეს და ჩემპიონობის თეორიული შანსები დაუტოვეს.
ბელუ ორიზონტელებმა ბოლო 6 შეხვედრაში მხოლოდ 5 ქულა მოიპოვეს და რა გასაკვირია, რომ უკვე მეორე ადგილზეც აღარ არიან, რომელსაც "გრემიო" იკავებს...
პორტუ ალეგრეს მეორე გუნდმა, მიუხედავად ასევე დიდი დანაკლისისა (ელანო, ზე რობერტო, ჟილბერტო სილვა, მარსელო მორენო), ერთ-ერთი აუტსაიდერი "სპორტ რესიფე" დაამარცხა და სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზე გადავიდა.
მართალია ბურთების უკეთესი სხვაობა "ატლეტიკოს" აქვს, მაგრამ ბრაზილიაში, თანაბარი ქულების შემთხვევაში, პრიორიტეტი მეტი მატჩის მომგებ გუნდს ენიჭება.
6-ქულიანი მატჩები რიოში და სან პაულოში
რიო-დე-ჟანეიროში და სან პაულოში ორი 6-ქულიანი მატჩი გაიმართა: "ვასკო და გამა"-"სან პაულო" და "პალმეირასი"-"კორიტიბა".
რიოში ანგარიში ლუიშ ფაბიანომ 21-ე წუთზე გახსნა და მე-15 შეხვედრაში მე-14 გოლი გაიტანა, ხოლო მეორე ტიამის დებიუტში, თავი საოცარი ფორმაში მყოფმა ოსვალდომ გამოიჩინა - "სეარას" ყოფილმა ფორვარდმა ბოლო 5 მატჩში მეტოქეთა კარის აღება მეოთხედ მოახერხა.
მეორე ტაიმში უპირატესობას "ვასკო" ფლობდა, მაგრამ ბრწყინვალედ თამაშობდა 39 წლის როჟერიო სენი, რომელმაც სეზონის შემდეგ კარიერის დასრულების სურვილი გამოთქვა. ამან "სან პაულოს" ულტრასები ააფორიაქა და მათ სპეციალური საიტი შექმნეს, სადაც სენის კარიერის გახანგრძლივებისკენ მოუწოდებენ.
როჟერიო სენის ბრაზილიის ჩემპიონატში 473 თამაში აქვს ჩატარებული და ამ მაჩვენებლით ის რეკორდსმენია, გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ მას კარიერაში 100-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი. ამ სეზონში სენის ანგარიშზე 1 ბურთია.
მეორე 6-ქულიანი მატჩი სან პაულოში შედგა. უდიდესი დანაკლისის მქონე "პალმეირასი" "კორიტიბასთან" დამარცხდა და ახლა ჟილსონ კლეინას გუნდი 16-ე ადგილზე მყოფ "ბაიას" 9 ქულით ჩამორჩება.
შეხვედრის ერთადერთი გოლი მატჩის 89-ე წუთზე დეივიდმა პენალტით გაიტანა და თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუპოვა.
"ფენერის" ყოფილი ფორვარდი საოცარ ფორმაშია - მან "კორიტიბაში" სულ 5 თამაში ჩაატარა და იქიდან ბოლო 4-ში გოლი გაიტანა.
ბრაზილია. სერია A. XXIX ტური
ბოტაფოგო-სანტოსი 0:2
გოლები: 0:1 ანდრე (54), 0:2 მირალიესი (57).
კრუზეირო-პორტუგეზა 2:0
გოლები: 1:0 მონტილიო (37-პენ), 2:0 სოუზა (90).
პონტე პრეტა-ნაუტიკო 2:1
გოლები: 0:1 დუგლას სანტოსი (5), 1:1 რილდო (74), 2:1 მარკინიო (78-პენ).
ფიგეირენსე-ატლ. გოიან. 3:1
გოლები: 1:0 ალოიზიო (12), 1:1 დიეგო ჯარეტა (13), 2:1 რონი (34), 3:1 რონი (83).
ბაია-ფლუმინენსე 0:2
გოლები: 0:1 ბრუნო ვიეირა (59), 0:2 რაფაელ სობისი (75).
ვასკო და გამა-სან პაულო 0:2
გოლები: 0:1 ლუიშ ფაბიანო (21), 0:2 ოსვალდო (48).
კორინთიანსი-ფლამენგო 3:2
გოლები: 0:1 რენატო სანტოსი (30), 1:1 ედენილსონი (61), 2:1 პაულო ანდრე (75), 3:1 ემერსონ შეიკი (90), 3:2 ლიედსონი (90).
ინტერნ.-ატლ. მინეირო 3:0
გოლები: 1:0 ჯექსონი (66), 2:0 ფრედი (80), 3:0 კასიანო (87).
პალმეირასი-კორიტიბა 0:1
გოლი: 0:1 დეივიდი (89-პენ).
სპორტ რესიფე-გრემიო 1:3
გოლები: 0:1 ანდერსონ პიკო (44), 0:2 ლეანდრო (52), 0:3 მარკინიოსი (57), 1:3 უგო (80-პენ)
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ფლუმინენსე 29 19 8 2 47-18 65
2. გრემიო 29 17 5 7 43-24 56
3. ატლ. მინეირო 29 16 8 5 47-23 56
4. ვასკო და გამა 29 14 8 7 36-29 50
5. სან პაულო 29 15 4 10 44-29 49
6. ინტერნასიონალი 29 11 12 6 37-24 45
7. კორინთიანსი 29 11 9 9 37-30 42
8. ბოტაფოგო 29 11 7 11 41-38 40
9. კრუზეირო 29 11 6 12 35-38 39
10. სანტოსი 29 9 11 9 35-37 38
11. ნაუტიკო 29 11 4 14 36-45 37
12. პონტე პრეტა 29 9 10 10 32-37 37
13. პორტუგეზა 29 9 9 11 34-34 36
14. კორიტიბა 29 10 5 14 41-47 35
15. ფლამენგო 29 9 8 12 30-40 35
16. ბაია 29 8 11 10 29-32 35
17. სპორტი 29 6 9 14 25-46 27
18. პალმეირასი 29 7 5 17 28-40 26
19. ფიგეირენსე 29 6 7 16 33-55 25
20. ატლ. გოიანიენ. 29 4 8 17 28-52 20
ბომბარდირები:
14 - ფრედი (ფლუმინენსე), ლუიშ ფაბიანო (სან პაულო), ბრუნო მინეირო (პორტუგეზა); 11 - ვაგნერ ლავი (ფლამენგო); 10 - ალოიზიო (ფიგეირენსე), კიეზა (ნაუტიკო).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"