ლიონელ მესი: ვიცოდით, რომ ჩილესთან გაგვიჭირდებოდა

AutoSharing Option
არგენტინის ეროვნული გუნდის თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ ჩილეს (2:1) ნაკრებთან მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მოგებულ მატჩზე ისაუბრა.

"ვიცოდით, რომ ჩილეს ნაკრებთან მატჩი რთული იქნებოდა, რადგან მეტოქეს გამარჯვება სჭირდებოდა.

პირველი გოლი ჩვენ გავიტანეთ, მაგრამ შემდეგ ბურთზე კონტროლი დავკარგეთ და ამის გამო დავისაჯეთ, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სამი ქულის აღება მოვახერხეთ.

2014 წლის მუნდიალის შესარჩევი ეტაპის გრაფიკი ძალიან დატვირთულია. ამიტომ გვიხარია, რომ ისეთ ნაკრებებს მოვუგეთ, როგორებიც არიან ურუგვაი და ჩილე.

ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს ნაკრებს ბევრი აღმაფრენა და დაცემა
ჰქონდა, მაგრამ ახლა ბედნიერი ვარ, რადგან ყველაფერი კარგად მიდის და კვლავ ვიგებთ", - თქვა მესიმ.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული