ურუგვაიში არბიტრმა მოედნიდან 17 ფეხბურთელი გააძევა

AutoSharing Option
ვიდეო
ურუგვაის ჩემპიონატის ერთ-ერთი მატჩი, სადაც ერთმანეთს "უონდერერზი" და "ჟუვენტუდი" ხვდებოდნენ, ქაოსური შეტაკებითა და რეფერის მიერ 17 ფეხბურთელის გაძევებით დასრულდა (იხილეთ ვიდეო).

კონფლიქტი თავდაპირველად "უონდერერზის" ნახევარმცველის, გასტონ როდრიგესის მოწინააღმდეგის საჯარიმო მოედანში წაქცევას მოჰყვა, საფინალო სასტვენის შემდეგ კი ორ გუნდს შორის შეტაკება მოხდა, რომლის დროსაც არბიტრმა ლეოდან გონსალესმა წითელი ბარათი უჩვენა რვა მოთამაშეს თითოეული გუნდიდან.

შეტაკება "პარკ ვიერას" ტრიბუნებზეც გავრცელდა და ერთ-ერთმა გულშემატკივარმა თავის ტრავმა მიიღო.

პირველი ტაიმის ბოლოს "უონდერერზის" შემადგენლობიდან გაძევებული ნახევარმცველი დიეგო დე სოუზას ჩათვლით, მსაჯმა საბოლოო ჯამში 17 წითელი
ბარათი აჩვენა.

მატჩი ანგარიშით 3-3 დასრულდა. "უონდერერზს" ჩემპიონატში ცხრა მატჩიდან 12 ქულა აქვს, "ჟუვენტუდს" კი 10. აპერტურას 20 ქულით "პენიაროლი" ლიდერობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული