"ზენიტისა" და ბრაზილიის ნაკრების ფორვარდს ჰალკს და მოსტაცეს!

AutoSharing Option
ბრაზილიის წამყვანი გაზეთის - Globo-ს ინფორმაცით, სანკტ-პეტერბურგის "ზენიტისა" და ბრაზილიის ნაკრების ფორვარდს ჰალკს და მოსტაცეს.

ინციდენტი 5 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 14 საათზე მოხდა. პოლიცია იტყობინება, რომ 22 წლის ანჟელიკა აპარესიდა ვიეირა დე სოუზა ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქის, კამპინა გრანდეს ერთ-ერთ რესტორანთან ახლოს მოიტაცეს.

იქ გოგონა თავის მეგობართან, პერეირო სილვასთან იმყოფებოდა, რომელიც აღნიშნული რესტორნის მენეჯერია.

წყვილს მიუახლოვდა ავტომობილი, საიდანაც უცნობი მამაკაცები გადმოვიდნენ და გოგონა მანქანაში ჩატენეს.

მომხდარის შემდეგ შეშინებული სილვა შოკურ მდგომარეობაში საავადმყოფოში მოათავსეს, მაგრამ მალე გამოწერეს იქიდან.

პოლიციის უფროსის, ანრი
ფაბიოს განცხადებით, გამტაცებლები ჯერ ოჯახთან კავშირზე არ გასულან. ჰალკი მომხდართან დაკავშირებით სამშობლოში დაბრუნებას არ აპირებს, მის ოჯახს კი პოლიციამ დაცვა მიუჩინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული