პოლიციამ ჰალკის დის გატაცებაში ეჭვმიტანილები დააკავა

AutoSharing Option
ბრაზილიის პოლიციამ სანკტ-პეტერბურგის "ზენიტის" თავდამსხმელის ჰალკის, დის გატაცებაში ეჭვმიტანილი სამი პირი დააკავა.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელის 22 წლის და, ანგელიკა, 5 ნოემბრის საღამოს ქალაქ კამპინა-გრანდში გაიტაცეს. უცნობები გოგონას თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც ის ერთ-ერთი რესტორნის სიახლოვეს მანქანაში მარტო იმყოფებოდა.

მეორე დღეს ანგელიკა გაათავისუფლეს, რის შემდეგაც ის შინ პოლიციის თანამშრომლებმა მიიყვანეს.

სამართალდამცველები საქმესთან დაკავშირებით ძიებას აგრძელებენ.

ასევე იხილეთ:
"ზენიტისა" და ბრაზილიის ნაკრების ფორვარდს ჰალკს და მოსტაცეს!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული