ტიაგო მესიმ არგენტინის ნაკრების ფორმა მიიღო

AutoSharing Option
სამი "ოქროს ბურთის" მფლობელის, ლიონელ მესის შვილმა ტიაგომ, რომელიც ამქვეყნად სულ რამდენიმე დღის წინ გაჩნდა, საჩუქრად საკუთარი სახელითა და გვარით არგენტინის ნაკრების მაისური მიიღო.

საჩუქარი კი ლიონელის ოჯახს მისმა თანაგუნდელმა ნაკრებში სერხიო აგუერომ მიართვა. ამით კი შემტევმა სუპერდუეტმა ნათლად მიახვედრა ყველას, თუ რომელი ნაკრების ღირსებას დაიცავს ტიაგო მომავალში.

თავიდან მითქმა-მოთქმის საგანი იყო, თუ სად ითამაშებდა ტიაგო მესი. შეგახსენებთ, რომ ის ესპანეთში დაიბადა და ამიტომ ორმაგი მოქალაქეობა ავტომატურად მიენიჭა. გამომდინარე აქედან, ტიაგოს არჩევანის უფლება ექნება.

Sportall.Geანალოგიურ სიტუაციაშია აგუეროს შვილი ბენჟამინი, რომელიც
დიეგო მარადონას შვილიშვილია, ხოლო ნათლია ლიონელ მესია.

მიუხედავად იმისა, რომ მამებმა ნათლად გვიჩვენეს, თუ სად ითამაშებენ მათი შვილები, ტიაგო და ბენჟამინი მომავალში თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომელი ნაკრების ღირსებას დაიცავენ; ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მათ, რა თქმა უნდა, პროფესიად ფეხბურთელობა აირჩიეს.

აქვე გეტყვით, რომ 2 ნოემბერს დაბადებული ტიაგო უკვე არგენტინული კლუბის, "ნიუელს ოლდ ბოისის" ფანია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული