ლუის ფელიპე სკოლარი ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელობის მთავარი კანდიდატია

AutoSharing Option
ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა ანდრეს სანჩესმა განაცხადა, რომ ლუის ფელიპე სკოლარი ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელობის მთავარი კანდიდატია.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრებს მანო მენეზი წვრთნიდა, რომელიც თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

"სკოლარიმ "გრემის", "კრუზეიროს", ლისაბონის "სპორტინგისა" და ყატარის ფეხბურთის ფედერაციების შეთავაზებებზე უარი თქვა. ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ სკოლარი ჩვენს ნაკრებს ჩაუდგება სათავეში", - თქვა სანჩესმა.

64 წლის სპეციალისტის ბოლო სამუშაო ადგილი "პალმეირასი" იყო, რომელმაც გასული სეზონის შედეგების მიხედვით ბრაზილიის უმაღლესი ლიგა დატოვა.

აქვე გეტყვით, რომ ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის ახალმა პრეზიდენტმა ჟოზე მარია მარინმა
განაცხადა, რომ ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი უცხოელი არ იქნება და ამით ხოსეპ გვარდიოლას კანდიდატურას, პრაქტიკულად, ხაზი გადაუსვა.

მომზადებულია Reuters-ის მიხედვით


ასევე იხილეთ:
რონალდო: კარგი იქნება, ხოსეპ გვარდიოლა ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელად რომ დაინიშნოს

ხოსეპ გვარდიოლა შესაძლოა ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული