რონალდოს ორი გოლი არ ჩაუთვალეს

AutoSharing Option
ბრაზილიის ჩემპიონატის მატჩის  არბიტრმა რონალდოს 2 გოლი არ ჩაუთვალა. "კორინთიანსის” ფორვარდმა  მეტოქის კარის ბადე 5-ე და 20-ე წუთებზე შეარხია, მაგრამ მსაჯმა ორივე შემთხვევაში თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

მატჩი 0-0 დასრულდა და ”კორინთიანსის” მოუგებელი თამაშების სერია 7-მდე გაიზარდა. რონალდო 9 სექტემბრის მერე პირველად გამოვიდა მოედანზე და 90 წუთი ითამაშა. ფეხბურთელს თვენახევარი ტრავმის გამო გაუცდა. რონალდოს თავისი გუნდისთვის გამრჯვების მოტანა 71 წუთზეც შეეძლო, მაგრამ ახლო მანძილიდან მის მიერ თავით დარტყმული ბურთი ”გუარანის” კარს ასცდა.

თამაშის შემდეგ რონალდომ განაცხადა, რომ ნანობს გამოუყენებელი  შესაძლებლობების გამო, თუმცა

საკუთარ თამაშს მაინც დადებითად აფასებს.

”გუარანთან” ფრის შემდეგ ”კორინთიანსს” 30 მატჩში 50 ქულა აქვს და მესამე ადგილზე იმყოფება. გუნდი ”ფლუმინენსეს”  3, კრუზეიროს კი 4 ქულით ჩამორჩება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარი კაცი.მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელი და 9 ნომერი.ხშირად დადევით რა რონალდოზე ახალი ამბები
NY_THC
21:08 18-10-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული