მატჩი 0-0 დასრულდა და ”კორინთიანსის” მოუგებელი თამაშების სერია 7-მდე გაიზარდა. რონალდო 9 სექტემბრის მერე პირველად გამოვიდა მოედანზე და 90 წუთი ითამაშა. ფეხბურთელს თვენახევარი ტრავმის გამო გაუცდა. რონალდოს თავისი გუნდისთვის გამრჯვების მოტანა 71 წუთზეც შეეძლო, მაგრამ ახლო მანძილიდან მის მიერ თავით დარტყმული ბურთი ”გუარანის” კარს ასცდა.
თამაშის შემდეგ რონალდომ განაცხადა, რომ ნანობს გამოუყენებელი შესაძლებლობების გამო, თუმცა
”გუარანთან” ფრის შემდეგ ”კორინთიანსს” 30 მატჩში 50 ქულა აქვს და მესამე ადგილზე იმყოფება. გუნდი ”ფლუმინენსეს” 3, კრუზეიროს კი 4 ქულით ჩამორჩება.