არგენტინელი ვალტერ მონტილიო, "კრუზეიროში" გატარებული სამი წლის შემდეგ, სან პაულოს ბინადარში გადადის.
28 წლის ფეხბურთელში, რომელმაც "კრუზეროს" რიგებში 89 მატჩი ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა, "სანტოსმა" 5.6 მილიონი ევრო გადაიხადა.
"ტრასნფერი გადაწყვეტილია, მხოლოდ ინდივიდუალური კონტრაქტის დეტალები დარჩა შესათანხმებელი და აქაც არანაირი პრობლემა არ იქნება," – განაცხადა "სანტოსის" ვიცე-პრეზიდენტმა ოდილიო როდრიგესმა.
მონტილიო ახალ კლუბში მე-10 ნომერს მოირგებს. არგენტინელი, ნეტოს, რენე ჟუნიორის და პინგას შემდეგ, "სანტოსის" მეოთხე
ამ ტრანსფერის შემდეგ გადაწყდა, რომ რობინიო ყოფილ კლუბში აღარ დაბრუნდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბრაზილიელი "მილანში" დარჩება, რადგან მისი შეძენით "ფლამენგო" და "ფლუმინენსე" არიან დაინტერესებულნი, თუმცა პრესის ინფორმაციით, "როსონირის" 28 წლის ფეხბურთელში 12 მილიონი ევროს მიღება სურს, რაც ბრაზილიური კლუბების წარმომადგენელთა აზრით საკმაოდ დიდი თანხაა.
კიდევ ერთი პრობლემა, რამაც შესაძლოა ტრანსფერი შეაფერხოს, რობინიოს გასამრჯელო გახლავთ – ჟურნალისტების ცნობით, ფეხბურთელი წელიწადში 5 მილიონ ევროს ითხოვს და გაურკვეველია, გადაუხდის თუ არა რომელიმე კლუბი მას ამხელა ხელფასს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"მილანის" ბრაზილიელები სამშობლოში ბრუნდებიან