ლუის ფელიპე სკოლარი: ინგლისელებმა ნეიმარს სივრცე მოუსპეს

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ფელიპე სკოლარიმ თავისი გუნდის ინგლისის ეროვნულ გუნდთან მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ამას გარდა, "პენტაკამპიონების" თავკაცმა ნეიმარისა და რონალდინიოს თამაშზე ისაუბრა.

მომავალი მუნდიალის მასპინძლებმა ინგლისელებს "უემბლიზე" გამართულ ამხანაგურ მატჩში ვერაფერი დაუპირისპირეს. ბრაზილიელთა შემადგენლობაში გატანილი გოლით თავდამსხმელი ფრედი გამოირჩა, მასპინძელთაგან კი ეს უეინ რუნიმ და ფრენკ ლემპარდმა შეძლეს.

სათქმელია ისიც, რომ ჯერ კიდევ 0:0-ზე ბრაზილიელებმა თერთმეტმეტრიანის შესრულების უფლება მოიპოვეს, თუმცა რონალდინიომ 11-მეტრიანი ნიშნულიდან ჯო ჰარტს ვერ აჯობა.

VideoSportall.Ge
ინგლისი - ბრაზილია 2:1


"მეტოქე ბრწყინვალედ კეტავ
და თავისუფალ ზონებს და ამან არ მისცა საშუალება ნეიმარს, ეჩვენებინა თავისი საუკეთესო თამაში, მას ხომ ამისთვის სივრცე სჭირდება.

რაც შეეხება რონალდინიოს, მანამდე მან ბრაზილიის ჩემპიონატში შეხვედრა სრულად ჩაატარა და შესვენებაზე სწორედ ამიტომ შევცვალე.

ეს ჩვეულებრივი ამბავია. თუკი ის კვლავაც სასარგებლო იქნება გუნდისთვის, ნაკრებში მომავალშიც დიდი სიამოვნებით გამოვიძახებ",
- აქვეყნებს სკოლარის ნათქვამს Sky Sports.

ასევე იხილეთ:
ამხანაგური მატჩები: საფრანგეთი საქართველოს ნირწამხდარი დაუხვდება [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული