შტატების ჩემპიონატები: რივალდოს შედეგიანი დებიუტი და როჟერიო სენის მორიგი გოლი

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილ ფეხბურთელს ადაპტაციისთვის ბევრი დრო არ დასჭირდა და მატჩის 49-ე წუთზე თავისი პირველი გოლიც გაიტანა. აღსანიშნავია, რომ "კორინთიანსი" რივალდოს ყოფილი კლუბია, სადაც ამჟამად მისი შვილი, რივალდინიო ირიცხება, თუმცა მამა-შვილის დაპირისპირება არ შედგა, რადგან რივალდინიო ჯერ ძირითადი გუნდის განაცხადში ვერ ხვდება.

"სან პაულომ" სტუმრად "გუარანის" მოუგო, გამარჯვების გოლი კი როჟერიო სენიმ გაიტანა, თანაც ჯარიმიდან. ბრაზილიელმა მეკარემ კარიერაში 109-ე გოლი გაიტანა.

მთავარი სენსაცია კი "პაკაემბუზე" დაფიქსირდა, სადაც უძლიერესი შემადგენლობით მოთამაშე "სანტოსი" "პაულისტასთან" დამარცხდა. მასპინძელთა მხრიდან გოლი ნეიმარმა გაიტანა და ახლა ის
ბომბარდირთა დავაში ერთპიროვნულად ლიდერობს.

***
ტაკა გუანაბარას მე-6 ტურში მორიგი მატჩი მოიგო "ფლამენგომ", რომელმაც სტუმრად "ფრიბურგენსე" გაანადგურა. მორიგი გოლები გაიტანა ახალგაზრდა ერნანმა.

მოიგო "ა" ჯგუფის ლიდერმა "ბოტაფოგომ", მაგრამ საკმაოდ გაუჭირდა. ისევ გაიტანა კლარენს ზეედორფმა, ვინც წინა ტურში ჰეთ თრიქი შეასრულა.

ცენტრალური მატჩი "ფლუმინენსესა" და "ვასკო და გამას" შორის შედგა. ბრაზილიის 2012 წლის ჩემპიონი დიდი ხნის განმავლობაში აგებდა, მაგრამ "ვასკომ" უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. გოლი, რა თქმა უნდა, ფრედმა გაიტანა.

პაულისტა. VII ტური

კორინთიანსი-სან კაეტანო 2:2
გოლები: 1:0 გერერო (38), 1:1 რივალდო (49), 1:2 დანიელზინიო (64), 2:2 პაულინიო (88).

გუარანი-სან პაულო 1:2
გოლები: 0:1 ალოიზიო (33), 1:1 ტიაგო ჯენტილი (46), 1:2 როჟერიო სენი (50).

სანტოსი-პაულისტა 1:3
გოლები: 0:1 მარსელო მასედო (52-პენ), 0:2 როდოლფო ტესტონი (85), 0:3 კასიანო ბოდინი (87), 1:3 ნეიმარი (90).

მოჟი მირიმი-პალმეირასი 2:2
გოლები: 0:1 მარსიო არაუჟო (12), 1:1 რონი (32), 2:1 რონი (70), 2:2 სოუზა (77).
ბრაგანტინო-სან ბერნარდო 3:2

იტუანო-პონტე პრეტა 3:3

უნ. ბარბარენსე-ბოტაფოგო (სპ) 1:1

ოესტე-მირასოლი 2:1

პენაპოლენსე-ატლ. სოროკაბა 1:1

სატურნირო მდგომარეობა:
1. პონტე პრეტა – 15 ქულა, 2. სანტოსი – 14, 3. პენაპოლენსე – 13, 4. პალმეირასი – 12, 5. ლინენსე (6 თამაშიდან) – 12, 6. კორინთიანსი – 12, 7. ბოტაფოგო (სპ) – 12, 8. მოჟი მირიმი – 11, 9. სან პაულო (5 თ) – 10, 10. ბრაგანტინო – 9, 11. პაულისტა – 9, 12. იტუანო – 9, 13. XV დე პირასიკაბა (6 თ) – 8, 14. ატლ. სოროკაბა – 6, 15. უნ. ბარბარენსე (6 თ) – 5, 16. სან კაეტანო (6 თ) – 5, 17. ოესტე – 5, 18. მირასოლი – 4, 19. გუარანი – 4, სან ბერნადრო – 4.

ბომბარდირები:
6 – ნეიმარი (სანტოსი); 5 – მირალიესი (სანტოსი).

კარიოკა. ტაკა გუანაბარა. VI ტური

ფრიბურგენსე-ფლამენგო 0:4
გოლები: 0:1 ერნანი (6), 0:2 ერნანი (12), 0:3 რაფინია (53), 0:4 კლებერ სანტანა (61).

ბოტაფოგო-რესენდე 4:2
გოლები: 0:1 მარსელი (20), 0:2 ელიასი (32-პენ), 1:2 ზეედორფი (42), 2:2 მარსიო აზევედო (46), 3:2 სიდინიო (64), 4:2 სასა (85).

ფლუმინენსე-ვასკო 1:1
გოლები: 0:1 ჟეანი (42-საკ. კარში), 1:1 ფრედი (86).

ოლარია-მაკაე 2:2

ნოვა იგუასუ-ბოავიშტა 1:2

აუდაქს რიო-ვოლტა რედონდა 0:0

დუკე დე კაშიასი-მადურეირა 0:1

ბანგუ-კისამა 0:1

სატურნირო მდგომარეობა:
A ჯგუფი: 1. ბოტაფოგო – 14, 2. მადურეირა – 11, 3. ვასკო და გამა – 10, 4. ფრიბურგენსე – 7, 5. ვოლტა რედონდა – 6, 6. ნოვა იგუასუ – 4, 7. კისამა – 4, 8. ოლარია – 3.

B ჯგუფი: 1. ფლამენგო – 16, 2. ფლუმინენსე – 12, 3. აუდაქს რიო – 11, 4. ბოავიშტა – 10, 5. ბანგუ – 8, 6. რესენდე – 6, 7. მაკაე – 4, 8. დუკე დე კაშიასი – 4.

ბომბარდირები:
7 – ერნანი (ფლამენგო); 4 – ფრონტინი (ვოლტა რედონდა), ზეედორფი (ბოტაფოგო), მარსელი (რესენდე), ბერნარდო (ვასკო და გამა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
შტატების ჩემპიონატები: მფრინავი ჰოლანდიელი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული