ამას წინათ მან განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია ფეხბურთის გამო. გარდა ამისა, ნეაპოლში ჩავიდა, სადაც სასამართლო გარჩევა ელის გადასახადების დამალვის გამო და იქაც გამოირჩა სკანდალური განცხადებებით ლიონელ მესისა და პელეს შესახებ.
სანამ ნეაპოლში ჩავიდოდა, დიეგომ თავისი ცხოვრების პიკანტური დეტალებიც გაანდო ჟურნალისტებს. როგორც აღმოჩნდა, 52 წლის მარადონა ხვდება 22 წლის თანამემამულეს, სახელად როსიოს.
გოგონას ძმამ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისმა დამ მართლაც გაატარა მთელი თვე დიეგოსთან ერთად დუბაის ერთ-ერთ სასტუმროში. როსიოს
ამასობაში ინტერნეტში უკვე გაჩნდა ფოტოები, რომლებზეც დიეგო და როსიო ერთად არიან აღბეჭდილნი. მაგალითად, ერთ ფოტოზე მარადონას ხელში უჭირავს შეტყობინება, რომლითაც ის სიყვარულს უხსნის ახალგაზრდა გულისსწორს სიტყვებით - Rosio, te amo. სხვა ფოტოებზე დიეგო და როსიო შამპანურს სვამენ, ერთად მღერიან კარაოკეს და უბრალოდ, აღნიშნავენ მორიგ თარიღს მეგობრების წრეში.
როგორც გითხარით, ამ დღეებში მარადონამ განაცხადა, რომ არაფერი აღარ აქვს საერთო გახრწნილ საფეხბურთო სამყაროსთან და უახლოეს ხანში, ერთ-ერთ მწვრთნელად იმუშავებს არგენტინელ ჩოგბურთელ ხუან მარტინ დელ პოტროსთან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
სერხიო აგუერო მარადონას სიძე აღარ არის?