"ფლამენგომ" ზიკოს ძეგლი დაუდგა

AutoSharing Option
"ფლამენგომ" გუნდის ლეგენდა ზიკო დააფასა და სტადიონთან მისი ძეგლი დადგა. ზიკო, რომელიც მეორე დღეს 60 წლის გახდა, ძეგლის გახსნის ცერემონიას, რა თქმა უნდა, დაესწრო და შეკრებილი გულშემატკივრებისგან სიმღერა "უკეთესი, ვიდრე პელე" არაერთხელ მოისმინა.

"ფლამენგო" მამაჩემმა ბავშვობაში შემაყვარა და მას შემდეგ ეს კლუბი ჩემთვის მუდამ მეორე სახლი იყო. ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი და მხოლოდ კლუბსა და მის გულშემატკივრებზე ვფიქრობდი. ამ ძეგლის გამო ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ. მადლობა, მადლობა, მადლობა... 60-ჯერ," – განაცხადა ზიკომ.

არტურ ანტუნეშ კოიმბრამ, იგივე ზიკომ, "ფლამენგოში" ჯამში 18
წელი გაატარა (1971-83 და 1985-89). შუალედში ბრაზილიელმა "უდინეზეში" იასპარეზა, კარიერა კი იაპონურ "კაშიმა ანთლერსში" დაასრულა. ბრაზილიის ნაკრებში ზიკომ 72 შეხვედრაში 52 გოლი გაიტანა და სამ მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზა.

60 წლის ვეტერანი კლუბის რამდენიმე რეკორდის მფლობელია, კერძოდ - ზიკო "ფლას" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია (508 გოლი) როგორც ყველა ტურნირზე, ასევე ბრაზილიის ჩემპიონატშიც (135 გოლი. მეორეზე მყოფ ბებეტოს 41 გოლი აქვს). ის ოთხჯერ (1980, 1982, 1983, 1987) გახდა ბრაზილიის ჩემპიონი, მოიგო ლიბერტადორესის და საკონტინენტთაშორისო თასები (1981 წელს), შტატის (კარიოკა) ჩემპიონი 7-ჯერ გახდა, 2004 წელს ფიფამ ფეხბურთის ისტორიაში 100 საუკეთესო ფეხბურთელში შეიყვანა, 2010 წელს კი "უორლდ სოკერმა" ფეხბურთის ისტორიაში 10 საუკეთესო მოთამაშეს შორის დაასახელა... 

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ზიკო ერაყიდან წავიდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული