მადრიდის "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო მატჩის წინ, რომელიც "იუნაიტედმა" წააგო, სერ ალექსმა თქვა: "პორტუგალიელი რონალდო (კრიშტიანო) სჯობს ბრაზილიელ რონალდოს - ბებერ მსუქანას". ფერგიუსონმა იქვე დასძინა, რომ ეს სიტყვები სიყვარულით თქვა.
მიუხედავად ამისა, "კიჭა" შოტლანდიელს ვალში არ დარჩა.
"რეალმა" მას პირი ჩემ მაგივრად მოაკეტინა. მისი ნათქვამი უპატივცემულობის გამოხატვა იყო.
პროფესიონალი, რომელიც ამდენი წელია, სპორტშია და რაინდის წოდებას ფლობს, ასე უზრდელურად და მდაბიურად
მე არ ვცდილობ, ყველას თვალში საუკეთესო ვიყო და იმითაც კმაყოფილი ვარ, რასაც ჩემი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში მივაღწიე - მე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ვიყავი.
იმედი მაქვს, მისი ხელმძღვანელობით გუნდები ყოველთვის წაგებულები იქნებიან", - აქვეყნებს რონალდოს სიტყვებს "მარკა".
ასევე იხილეთ:
სერ ალექს ფერგიუსონი: ეს რონალდო იმ "მსუქანა" რონალდოს სჯობს
საუკეთესო იყო