ლიონელ მესი: ახლა არგენტინის ნაკრებთან ერთად მინდა ყველა ტიტულის მოგება

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესიმ იმედი გამოთქვა, რომ ეროვნულ გუნდთან ერთად ისეთივე წარმატებული იქნება, როგორიც "ბარსელონასთან" ერთადაა.

"ბარსელონას" შემადგენლობაში მესიმ ჩემპიონთა ლიგა სამჯერ, ესპანეთის ჩემპიონობა კი ხუთჯერ მოიგო. რაც შეეხება მის სანაკრებო კარიერას, ლეოს მონაგარი აქ მხოლოდ 2007 წლის ამერიკის თასზე მოპოვებული ვერცხლია.

მესიმ ვენესუელის ნაკრებთან გასამართი მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"კლუბთან ერთად ყველა ტიტული მაქვს მოგებული და ახლა მინდა, იმავეს ეროვნულ გუნდში მივაღწიო.

ადამიანებს მოსწონთ, როცა კარგი თამაშის ჩვენებასთან ერთად, ვიმარჯვებთ. ერთიან კოლექტივად უნდა დავრჩეთ, რათა დასახულ მიზნ
ებს
მივაღწიოთ.

ვენესუელა შეკრული გუნდია, რომელიც ბურთს კარგად ათამაშებს. ამ ნაკრების შემადგენლობაში არიან ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ, აუარება პრობლემები შეგვიქმნან.

ჩვენ ინიციატივას უნდა დავეუფლოთ და მაქსიმალურად დიდხანს ვაკონტროლოთ ბურთი. ისევე უნდა გავისარჯოთ, როგორც წინა შეხვედრებში".


მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 9 ტურის შემდეგ არგენტინელები დამაჯერებლად ლიდერობენ ცხრილს და მდევარ ეკვადორთან 3-ქულიანი უპირატესობა აქვთ.

ასევე იხილეთ:
2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩების წინ: ზაგრებში ომი იქნება?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული