ბრაზილიამ რონალდინიოს უხმო

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მანუ მენეზეშმა არგენტინასთან ამხანაგური მატჩისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა. პირველად 18 თვის განმავლობაში ნაციონალურ გუნდში ”მილანის” ნახევარმცველი რონალდინიოც მიიწვიეს.

პენტაკამპეონების მთავარმა მწვრთნელმა ნაკრებში ”სანტოსის” თავდამსხმელი ნეიმარიც გამოიძახა, რომელმაც ბოლო სანაკრებო თამაშები გამოტოვა.

ბრაზილია-არგენტინის შეხვედრა 17 ნოემბერს დოჰაში გაიმართება.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული