ბრაზილიელის თქმით, ის სამშობლოში თავს ბედნიერად გრძნობს და "ბარსელონაში" წასვლა სულაც არ უნდა.
"ბარსელონაში" გადასვლით დაინტერესებული სულაც არ ვარ. კი ბატონო, ის უდიდესი კლუბია, მაგრამ მე "სანტოსში" ყოფნითაც კმაყოფილი ვარ.
სამშობლოში თავს ბედნიერად ვგრძნობ და ევროპაში წასვლა არ მინდა", - აქვეყნებს ფორვარდის სიტყვებს Football Espana.
მოკლედ, საქმეს ისეთი პირი უჩანს, ბარსა-ნეიმარის თემა ამ ზაფხულს წამყვანი იქნება - არადა, აქამდე არაერთგზის გაჩნდა ინფორმაცია, რომ ნეიმარის ტრანსფერზე "ბარსელონა" უკვე შეუთანხმდა ბრაზილიურ კლუბს და
ვრცელდებოდა ცნობაც, რომ ფორვარდი ევროპაში მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ უნდა გადაბარგებულიყო.
ასევე იხილეთ:
ბრაზილია. შტატების ჩემპიონატები: ესეც პოკერი!
ნეიმარის მისვლა "ბარსელონას" მესიზე დამოკიდებულებას მოუხსნის?