რობინიოს სანტოსში დარჩენა უნდა

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების გარემარბი მშობლიურ "სანტოსში" თავს ბედნიერად გრძნობს და "მანჩესტერ სიტიში" დაბრუნება არ სურს. როგორც იცით, რობინიო სწორედ ამ ინგლისური კლუბის საკუთრებაა, ბრაზილიაში კი იჯარით თამაშობს.


"დიდი იმედი მაქვს, რომ კარიერას "სანტოსში" გავაგრძელებ. აქ თავს ბრწყინვალედ ვგრძნობ და წასვლას არსად ვაპირებ. იმედი მაქვს, "სანტოსი" და "მანჩესტერ სიტი" იჯარის გახანგრძლივებაზე იოლად მოილაპარაკებენ", - აცხადებს რობინიო.

შეგახსენებთ, 2008 წელს იგი "სიტიმ" მადრიდის "რეალისგან" 43 მილიონ ევროდ შეიძინა, მაგრამ დიდად ვერაფერში გამოიყენა და "სანტოსში" მიმდინარე წლის დასაწყისში გაანათხოვრა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული