"დიდი იმედი მაქვს, რომ კარიერას "სანტოსში" გავაგრძელებ. აქ თავს ბრწყინვალედ ვგრძნობ და წასვლას არსად ვაპირებ. იმედი მაქვს, "სანტოსი" და "მანჩესტერ სიტი" იჯარის გახანგრძლივებაზე იოლად მოილაპარაკებენ", - აცხადებს რობინიო.
შეგახსენებთ, 2008 წელს იგი "სიტიმ" მადრიდის "რეალისგან" 43 მილიონ ევროდ შეიძინა, მაგრამ დიდად ვერაფერში გამოიყენა და "სანტოსში" მიმდინარე წლის დასაწყისში გაანათხოვრა.