არგენტინას ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

AutoSharing Option
ბატისტა ნაკრების მთავარ მწვრთნელად. პოსტიდან წინა მწვრთნელის, დიეგო მარადონას წასვლის შემდეგ დაინიშნა. ადრე ბატისტა არგენტინის ახალგზარდულ ნაკრებს ხელმძღვანელობდა და გუნდთან ერთად 2008 წლის პეკინის ოლიმპიადა მოიგო.

ოფოციალურად ბატისტას დანიშვნის შესახებ არ გამოცხადებულა, მაგრამ ეს უახლოეს მომავალში მოსალოდნელია. ბატისტას ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშვნის გადაწყვეტილება ნაკრების ფეხბურთელების აზრის გათვალისწინებით მიიღეს.

ბატისტა კონტრაქტს ხელს 2014 წლამდე მოაწერს და არგენტინის ნაკრებს კოპა ამერიკისთვის, რომელიც 2011 წელს არგენტინაში ჩატარდება და ბრაზილიაში გასამართი 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოამზადებს.

არგენტინის ფეხბურთის ასოციაციამ მარადონა გუნდიდან 2010 წლის 27 ივლისს
გაუშვა. მარადონა ნაკრებს სათავეში 2008 წლის შემოდგომაზე ჩაუდგა და მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე გაიყვანა. იქ არგენტინელებმა მეოთხედფინალს მიაღწიეს, სადაც გერმანელებთან განადგურდნენ - 0:4.

ბატისტამ ფეხბურთელობის დროს მსოფლიო ჩემპიონატის მედლები ორჯერ მოიგო. 1986 წელს არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, 1990 წელს კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.


მომზადებულია Ole-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული