ოფოციალურად ბატისტას დანიშვნის შესახებ არ გამოცხადებულა, მაგრამ ეს უახლოეს მომავალში მოსალოდნელია. ბატისტას ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშვნის გადაწყვეტილება ნაკრების ფეხბურთელების აზრის გათვალისწინებით მიიღეს.
ბატისტა კონტრაქტს ხელს 2014 წლამდე მოაწერს და არგენტინის ნაკრებს კოპა ამერიკისთვის, რომელიც 2011 წელს არგენტინაში ჩატარდება და ბრაზილიაში გასამართი 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოამზადებს.
არგენტინის ფეხბურთის ასოციაციამ მარადონა გუნდიდან 2010 წლის 27 ივლისს
ბატისტამ ფეხბურთელობის დროს მსოფლიო ჩემპიონატის მედლები ორჯერ მოიგო. 1986 წელს არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, 1990 წელს კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მომზადებულია Ole-ს მიხედვით