ნეიმარი: იმედია, ვიპოვით საუკეთესო გამოსავალს ჩემთვისაც და "სანტოსისთვისაც"

AutoSharing Option
ბოლო დღეებში გააქტიურდა 21 წლის ნეიმარის "ბარსელონაში" შესაძლო ტრანსფერის თემა. მედიაში ერთმანეთის გამომრიცხავი სიახლეებიც კი გვხვდება. ამიტომაც თავად ნეიმარის კომენტარი არ უნდა იყოს ინტერესმოკლებული:

"როცა მე "სანტოსთან" 2014 წლამდე გავაფორმე ხელშეკრულება, ყველა მილოცავდა. და მე ამ ვალდებულებას ვასრულებ კიდევაც, მაგრამ რაც ახლოვდება ეს თარიღი, სულ უფრო ხშირად მაბრალებენ ანგარებაში. რაც უნდა იყოს, ჩვენ შევეცდებით, საუკეთესო გამოსავალი ვიპოვოთ ჩემთვისაც და "სანტოსისთვისაც".

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" აწარმოებს მოლაპარაკებას ნეიმარის ტრანსფერზე. მხარეებმა ჯერ ვერ მოილაპარაკეს კომპენსაციის თანხაზე.

ამასობაში "სანტოსის" მთავარმა მწვრთნელმა მურისი რამალიომ განაცხადა,
რომ ნეიმარის კლუბში დატოვება თითქმის შეუძლებელი იქნება.

ასევე იხილეთ:
ლიონელ მესი: ნეიმარი "ბარსელონას" გააძლიერებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული