რივერ პლეიტმა კაპა მოიცილა და ბიელსას ელის

AutoSharing Option
წუხელ "რივერ პლეიტის" ხელმძღვანელობამ გუნდის თავკაცი ანხელ კაპა მოხსნა. ამის მიზეზი ლეგენდარული კლუბის 7-მატჩიანი მოუგებელი სერიაა. "მილიონორიოსის" დირექტორთა საბჭო პრეზიდენტ დანიელ პასარელას ხელმძღვანელობით შეიკრიბა და მწვრთნელს "განაჩენიც" გამოუტანეს.

კაპას "ოლ ბოიზთან" 0:1 მარცხი აღარ აპატიეს. "რივერ პლეიტი" 18 ქულით მე-11 ადგილზეა. კაპა "რივერ პლეიტში" მაისში მივიდა. გუნდმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი შეიძინა (ხუან პაბლო კარისო, ხონათან მაიდანა, მარიანო პავონე), მაგრამ "რივერს" არაფერი ეშველა. გუნდს დროებით ხუან ხოსე ლოპესი უხელმძღვანელებს. სხვათა შორის, "რივერის" მომავალ მწვრთნელად ჩილეს ნაკრების ყოფილ თავკაც მარსელო ბიელსას მიიჩნევენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული