ირანის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ალი ქაფაშიანი აცხადებს, რომ მარადონა უახლოეს პერიოდში მის ქვეყანაში ჩავა, ოღონდ არა საფეხბურთო საკითხებზე სალაპარაკოდ, არამედ უბრალოდ, ტურისტად. თუმცა, დიეგო არც პოლიტიკისთვის აპირებს გვერდის ავლას და ირანის პრეზიდენტ აჰმადინეჯადთან შეხვედრას გეგმავს.
“დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ მარადონა ირანს სამუშაო მიზნით არ ეწვევა. მას ძალიან უნდა ჩვენი ქვეყნის დათვალიერება, რაშიც სიამოვნებით დავეხმარებით. ირანში სტუმრობის სურვილი დიეგოს ჯერ
შეგახსენებთ, 50 წლის მარადონა სამხრეთაფრიკული მუნდიალის შემდეგ უმუშევარია. მან ინგლისურ პრემიერლიგაში მუშაობის სურვილი ღიად დააფიქსირა, მაგრამ არ გაგიკვირდებათ, თუ იქიდან მის სურვილს არავინ გამოხმაურებია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"