მარადონა ირანში მაინც ჩავა

AutoSharing Option
ბოლო დღეებში მსოფლიო პრესაში სისტემატურად იწერებოდა დიეგო მარადონას ირანის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშვის თაობაზე, რაც როგორც ჩანს, სიმართლესთან ახლოს არ ყოფილა.

ირანის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ალი ქაფაშიანი აცხადებს, რომ მარადონა უახლოეს პერიოდში მის ქვეყანაში ჩავა, ოღონდ არა საფეხბურთო საკითხებზე სალაპარაკოდ, არამედ უბრალოდ, ტურისტად. თუმცა, დიეგო არც პოლიტიკისთვის აპირებს გვერდის ავლას და ირანის პრეზიდენტ აჰმადინეჯადთან შეხვედრას გეგმავს.

“დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ მარადონა ირანს სამუშაო მიზნით არ ეწვევა. მას ძალიან უნდა ჩვენი ქვეყნის დათვალიერება, რაშიც სიამოვნებით დავეხმარებით. ირანში სტუმრობის სურვილი დიეგოს ჯერ
კიდევ ორი წლის წინ სურდა, მაგრამ მალევე დაინიშნა არგენტინის ნაკრების მწვრთნელად და სურვილს ახლაღა ისრულებს. საჭირო დოკუმენტების მომზადება უკვე დაწყებულია და მისი ვიზიტი სულ მალე შედგება. გარდა მარადონას ტურისტული მიზნებისა, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება მისი და ბატონი აჰმადინეჯადის შეხვედრა”, - ამბობს ქაფაშიანი.

შეგახსენებთ, 50 წლის მარადონა სამხრეთაფრიკული მუნდიალის შემდეგ უმუშევარია. მან ინგლისურ პრემიერლიგაში მუშაობის სურვილი ღიად დააფიქსირა, მაგრამ არ გაგიკვირდებათ, თუ იქიდან მის სურვილს არავინ გამოხმაურებია. 

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული