ბოკამ მწვრთნელი გაუშვა

AutoSharing Option
"ბოკა ხუნიორსის" მთავარი მწვრთნელი, კლაუდიო ბორგი არგენტინული ფეხბურთის მთავარ დერბიში, "რივერ პლეიტთან 0:1 წაგების შემდეგ პოსტს დატოვებს. კლუბის დირექტორთა საბჭომ ბორგის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიიღო, თუმცა ოფიციალური განცხადება ხვალ გაკეთდება.

სპეციალისტმა ტიტულოვან კლუბთან 4 თვეზე ნაკლები იმუშავა. ნაციონალურ ჩემპიონატში "ბოკა ხუნიორსს" საქმეები არცთუ კარგად მისდის, - 14 ტურის შემდეგ გუნდი 15-ე ადგილზე დამკვიდრდა. ვარაუდობენ, რომ ბორგის ადგილს მისი თანაშემწე რობერტო პომპეი დაიკავებს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული