სკოლარიმ თავი დაიშავა

AutoSharing Option
“პალმეირასის” მთავარი მწვრთნელი ლუიშ ფელიპე სკოლარიმ ”გოიასთან” ლიბერტადორესის თასის მატჩის შემდეგ ტრავმა მიიღო. მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონი მწვრთნელი მატჩისშემდგომ ინტერვიუს აძლევდა, როდესაც ერთერთმა გულშემატკივარმა რადიომიმღები ესროლა, რომელიც პორტუგალიის ნაკრების ყოფილ დამრიგებელს პირდაპირ თავში მოხვდა. 

გამწარებულმა სკოლარიმ ტრიბუნაზე მყოფ გულშემატკივარს მუშტი მოუღერა და ალბათ გულში შეუკურთხა კიდეც.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული