დიეგო მზადაა ბოკასთვის მოკვდეს

AutoSharing Option

ამასობაში, არგენტინული ფეხბურთის უპირველესი ლეგენდა დიეგო მარადონა "ბოკა ხუნიორსის" მთავარ მწვრთნელად შესაძლო დანიშვნას გამოეხმაურა. კლაუდიო ბორხის წასვლის შემდეგ "ბოკას" მწვრთნელის საკითხი კვლავაც ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა არგენტინაში.

მარადონა არ მალავს, რომ სიამოვნებით ჩაუდგებოდა სათავეში თავის საყვარელ კლუბს. "მზად ვარ "ბოკას" მწვრთნელობისვის თავი შევწირო", - როგორც ყოველთვის ემოციურად გამოაცხადა დიეგომ.

ყველასთვის ცნობილია მარადონას კონფლიქტი "ბოკა ხუნიორსის" კიდევ ერთ სიმბოლოსთან - ხუან რომან რიკელმესთან. არგენტინის ნაკრებში დიეგოს მისვლისთანავე რიკელმემ საერთაშორისო კარიერა დაასრულა. წინა მიმოხილვაში ვწერდით, რომ ფეხბურთელმა საკლუბო დონეზე მარადონასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა,

ახლა იგივე დიეგომაც დაადასტურა. ის ამტკიცებს, რომ შეძლებს ჭირვეულ ფეხბურთელთან საერთო ენის გამონახვას.

"არ ვაპირებ რიკელმეზე ზეწოლას და მისი კლუბიდან გაშვებას. მაგრამ ჩვენ აუცილებლად უნდა შევხვდეთ ერთმანეთს და სერიოზულად დავილაპარაკოთ ყველაფერზე", - საქმიანად აცხადებს მარადონა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული